3 აგვისტოს სტარტს ჰოლანდიის ერედივიზიონი აიღებს, სადაც გიორგი აბურჯანიას "ტვენტე" პირველ ტურში პსვ-ს დაუპირისპირდება.
ქართველ ფეხბურთელს სამუშაო ვიზა არ ჰქონდა, თუმცა, როგორც ჰოლანდიური vi.nl-ი იუწყება, ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია და 24 წლის ნახევარმცველი ხვალ თამაშს შეძლებს.
გიორგი აბურჯანია "ტვენტეში" იჯარის წესით "სევილიადან" გადავიდა და ჰოლანდიურ კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება.
"ტვენტემ" გასულ სეზონში ერესტე დივიზიონი (რანგით მეორე ლიგა) მოიგო და ერედივიზიონში დაწინაურდა.