ცსკა-ს ლეგენდა: 2 ქართველზე მეტი გუნდში არ უნდა გყავდეს

AutoSharing Option
მოსკოვის ცსკა-ს ლეგენდამ, ვლადიმირ პონომარიოვმა მშობლიური კლუბისა და ყაზანის "რუბინის" შეხვედრის შესახებ გააკეთა კომენტარი და ქართველებზეც ისაუბრა.

"ყაზანის "რუბინი" ახალგაზრდა, მშენებლობის პროცესში მყოფი გუნდია. კლუბში 3-4 ქართველია, რომლებიც გასულ ტურებშიც კარგად გამოიყურებოდნენ. თუმცა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ამბობდნენ, 2 ქართველზე მეტი არ უნდა აიყვანო, თორემ გუნდში დისციპლინა კვდებაო (იცინის).

საერთო ჯამში, "რუბინი" კარგი გუნდია, მაგრამ ცესკა-სთან შეხვედრაში მათ არაფერი გამოუვიდათ. "არმიელები" ყველა კომპონენტში სჯობდნენ მათ. ისე კი, ყაზანელებს ძალიან კარგი პერსპექტივა აქვთ. თუკი დაუღალავად განაგრძობენ შრომას, შედეგიც ექნებათ", -
განაცხადა 79 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც კარიერა 1969 წელს დაასრულა.

"რუბინისა" და ცსკა-ს შეხვედრას რაც შეეხება, ყაზანელები სახლში დამარცხდნენ - 0:1. შეხვედრაში მონაწილეობა ბექა მიქელთაძემ, ნიკა ყიფიანმა და ზურიკო დავითაშვილმა მიიღეს. ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა სიცხის გამო გამოტოვა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გუნდში კი არა , ჯარში იყო ეგრე , რუსის ჯარში . თუ ბევრი ქართველი იყო , ერთმანეთს ეჩალიჩებოდნენ დაჩმორებას . პოლკში 7-8 კაცი საკმარისი იყო . თუ ბერვნი ვიყავით , ჩვენივე საქმე ფუჭდებოდა . დისციპლინასთან რომ ქართველები მწყრალად ვართ , სხვისი თქმა რად გვინდა ? არ დამიწყოთ ეხლა აქ პოლემიკა , ვისაც რუსის ჯარი კი არა ცოცხალი რუსი არ უნახავს.
zaza
16:10 14-08-2019
0
აი სანამ არ ჩაკვდებით ...
Movida Zangi
16:43 06-08-2019
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული