ყაზანის "რუბინის" რუსმა მეკარემ, იური დიუპინმა, ლეგიონერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.
"უცხოელ ფეხბურთელებზე ჩვენი მხრიდან ზეწოლა არ მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავლენ, თუ ეს ყველაფერი ოჯახური მიზეზით იქნება განპირობებული.
ზოგადად, ჩვენ უცხოელებს ვესაუბრებით. ჩემი აზრით, ყველაფერი კარგადაა, წამსვლელი ლეგიონერები ზაფხულში წავლენ, მანამდე ყველანი დარჩებიან" - განაცხადა "თათრული" კლუბის მეკარემ.
რაც შეეხება "რუბინის" სატურნირო მდგომარეობას, ყაზანელებს 19 ტურის შემდეგ 22 ქულა აქვთ და მე-10 ადგილს იკავებენ.
მომზადებულია sports-ის მიხედვით
იქეთ უნდა გქონდეთ ზეწოლ უცხოელი ფეხბურთელებისგან და მადლობა თქვით თქვენთან რომ თამაშობენ საერთოდ.
კვარაცხელიამ მთელი ჩემპიონატი ყურებადი გაგიხადათ და ხალხი მოედანზე დააბრუნა, არაფრის ღირსი თქვენ არ ხართ.
ეგ ბიჭი წამოვიდეს მშვიდობით მაქედან და თქვენ და თქვენი გუნდები სულ ნუ დარჩენილხართ.
სამწუხაროა, რომ ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდები თავიდანვე რუსეთში გავიდნენ რამის მისაღწევად, ამაში ჩვენი ქვეყანაა უდიდესი დამნაშავე და არა ეს ბავშვები.
როცა ისეთი დაბალი დონის ჩემპიონატი გაქვს როგორიც საქართველოშია, არცერთი ევროპული გუნდი არ დააკვირდება შენთან არავის, თუნდაც მესი გეზრდებოდეს. ერთადერთი გზა რუსეთია (იყო) , რასაც ტრამპლინად იყენებდნებ ჩვენებიც და სხვებიც, მაგრამ ახლა ესეც აღარ იქნება, იმიტომ რომ სამუდამოდ მოიკვეთეთ ცივილური სპორტისგან.
იმედია ამ ქვეყანაში შეიქმნება ისეთი სპორტული ვითარება, რომ აქ დაბადებული და გაზრდილი ნიჭიერი ბავშვი ცივილურ სპორტულ ქვეყანას დააინტერესებს.
პ.ს მამარდაშვილი გამონაკლისია, აგენტის დამსახურებაც უდიდესია აქ...