"რუბინის" 18 წლის ნახევარმცველს, ზურიკო დავითაშვილს რუსეთში აღიარებენ.
championat.com-ის ყოველი ტურის სიმბოლურს ვალერი გაზაევი ადგენს, მე-4 ტურის ნაკრებში შეიყვანა და ასე დაახასიათა:
"ზურიკო შეტევაში ძალიან აქტიური იყო. პირველ ტაიმში მთელი "რუბინიდან" სწორედ მან შეუქმნა ყველაზე მეტი პრობლემა ცსკა-ს. მასთან ბრძოლისას მიიღეს მოსკოველებმა პირველი ყვითელი ბარათი - ახმეტოვმა მეორე ტაიმის დასაწყისში წესების დარღვევით შეაჩერა".
პრემიერლიგის "ტვიტერმა" ფეხბურთელთა სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ქართველი ლეგიონერი საუკეთესო დრიბლიორია:
"დავითაშვილი 4 ტურის მიხედვით საუკეთესო დრიბლიორია. მისი დრიბლინგების 85% წარმატებული იყო".