![](https://sportall.ge/pictures/image5/6b1c15fa8cd44a357eb06ccc28244d57.jpg)
იტალიურმა გამოცემამ, La Gazzetta dello Sport-მა მსოფლიოს 60 საუკეთესო 20 წლამდე ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, სადაც "გენტის" ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძეც შეიყვანა.
აღნიშნულ ჩამონათვალში ქართველი ნახევარმცველი 53-ე ადგილს იკავებს, ხოლო სიის სათავეში დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო გახლავთ.
ტოპ 5 ტალანტს შორის მოხვდნენ მატიას დე ლიხტი, კაი ჰავერცი, ვინისიუს ჟუნიორი და ჟოაუ ფელიში.
გიორგი ჩაკვეტაძე ამჟამად აღდგენით პროცესს გადის და მოედანს ოქტომბერში უნდა დაუბრუნდეს.