"ლეგიას" მწვრთნელი: ვაკო გვილია უნივერსალია - რონალდოს გადმოსვლას ვერ დაველოდებით

AutoSharing Option
უჭირს ქართველი ნახევარმცველის ვაკო გვილიას "ლეგიას", პოლონეთის ჩემპიონატზე 3 ტურის შემდეგ 4 ქულით მერვე ადგილზეა, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი პირველ, საშიანაო მატჩში "ატრომიტოსთან" ნულოვან ფრეს დასჯერდა. გულშემტკივრებიც ხალისით აღარ დადიან მათ თამაშებზე, ბოლო შეხვედრაზე კლუბის 31-ათასიანი სტადიონი სანახევროდ ძლივს გაივსო და ზედიზედ მესამე თამაშში ვერ იხილა თავიანთი გუნდის მიერ გატანილი გოლი.

ბერძნებთან ნამატჩევს არმიული გუნდის სერბმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ვუკოვიჩმა შეგირდების უილაჯო ბურთაობა ასე ახსნა:

"რატომ ვერ გაგვაქვს გოლი? პასუხი მარტივია - კარში ზუსტად ვერ ვურტყამთ ბურთს. წინა მატჩებისგან
განსხვავებით ამჯერად მომენტები უხვად გვქონდა, მაგრამ ისევ ვერ ვივარგეთ. მეტოქე ათენში უფრო თამამად შემოგვიტევს. რონალდოს ჩვენთან გადმოსვლას ვერ დაველოდებით. გოლების გატანა უნდა დავიწყოთ.

გვილიას ნახევარდაცვაში სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში. ვფიქრობ, ნახევარდაცვის კარგი შემტევი სამეული გვყავს. ეს ჩვენი უპირატესობაა, თუ თავდამსხმელები მხარს აუბამენ. დარწმუნებული ვარ, მალე ყველაფერი მოწესრიგდება".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული