რატომ ირჩევენ ქართველები რუსეთს? - ამ ქვეყნიდან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელია

AutoSharing Option
რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს. ჩვენი მეზობელი დემოკრატიისგან შორს არის, ქვეყანაში გამეფებულია ავტოკრატია, კორუფცია, კრიმინალი და მაინც რატომ არის სასურველი რუსეთში ფეხბურთის თამაში?

ეს სტატია არ არის პოლიტიკაზე და რუსეთი წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით განვიხილოთ. ეს ქყეყანა არის უეფას რეიტინგში მეექვსე ადგილზე, უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორიცაა: პორტუგალია, ბელგია, უკრაინა, თურქეთი და ჰოლანდია. აქვს ძალიან მაღალი დონის საფეხბურთო არენები, განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ და ამით შეუძლია თავი მოიწონოს.

საშუალო დასწრება პრემიერლიგის მატჩებზე 19.747 ადამიანს შეადგენს, დასწრების თვალსაზრისით ჩემპიონატს "ზენიტი" ლიდერობს - საშუალოდ
50 000 ადამიანი. 2 გუნდი ავტომატურად ხვდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ერთიც კვალიფიკაციაში მონაწილეობს. აგრეთვე ორი გუნდი მონაწილეობს ევროპა ლიგის კვალიფიკაციაშიც.

ჩემპიონატი გამორჩეულია მაღალი ხელფასებითაც, რაც ტურნირს ფეხბურთელებისთვის მიმზიდველს ხდის. "ტრანსფერმარკეტი" რუსეთის პრემიერლიგას 1.04 მილიარდ ევროდ აფასებს.

2019/2020 წლის საფეხბურთო სეზონში, რუსეთის პრემიერლიგაში ქართული პასპორტით 7 ფეხბურთელი თამაშობს: საბა კვირკველია - მოსკოვის "ლოკომოტივი", გია გრიგალავა - ტულის "არსენალი, ჯიმი ტაბიძე - ''უფა", ჯანო ანანიძე - მოსკოვის "სპარტაკი", ხვიჩა კვარაცხელია, ბექა მიქელთაძე, ზურაბ დავითაშვილი - ყაზანის "რუბინი".

მიმდინარე სეზონში ნიჭიერი და ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების შეძენით ყაზანელები არიან დაკავებულები, ცნობისთვის ეს ის კლუბია რომლისთვისაც პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი საბა კვირკველია არასასურველი გახდა.

ამავდროულად "რუბინი" ბოლო პერიოდში დიდი საფეხბურთო შედეგებით ვერ დაიკვეხნის. ამ კლუბში რუსეთის მოქალაქე, თუმცა ქართული გვარის მატარებელი ნიკოლაი ყიფიანიც იმყოფება. იმასაც ამბობენ "რუბინს" ჯანო ანანიძეც შეუერთდება და ქართული კვინტეტი შეიკვრებაო.

რატომ ირჩევენ რუსეთს: ხელფასების გამო? - დიახ, ძალიან კარგი ხელფასებია. საქართველოს ჩემპიონატზე ან ევროპის საშუალო დონის ჩემპიონატზე უკეთესია? - დიახ, ნამდვილად უფრო მეტი შესაძლებლობებია. წყალობთ ადგილობრივი პრესა? - დიახ, ქართველთა მოქმედებები ხშირად უფრო მასშტაბურად შუქდება, ვიდრე არის.

თუმცა აქ ჯობია პირდაპირ მთავარი კითხვა დავსვათ: - გამოდგება რუსეთის ჩემპიონატი საფეხბურთო ტრამპლინად? - არა, რადგან ფეხბურთელთა უმრავლესობა რუსეთში რჩება. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ჯანო ანანიძე ან საბა კვირკველია, რომელთაც ჰქონდათ ინგლისის პრემიერლიგაში ან სხვა ჩემპიონატში მოხვედრის შანსი, თუმცა ბევრი მიზეზის გამო კვლავ რუსეთში თამაშობენ.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს,  რუსეთიდან ორად ორი ფეხბურთელი წავიდა ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში, უფრო სწორად იტალიის სერია A-ში. "ზენიტიდან" "პარმაში" განათხოვრებულია ბრაზილიელი ჰერნანი და მოსკოვის "სპარტაკიდან" სამშობლოში დაბრუნდა 32 წლის სალვატორე ბოჩეტი - "ჰელას ვერონა".

თუ გადავხედავთ რუსეთის ნაკრების შემადგენლობას ქვეყნის მიღმა მხოლოდ 3 ფეხბურთელი თამაშობს, ალექსანდრე გოლოვინი "მონაკოში", ნიკოლაი კომლიჩენკო "მლადა ბოლესლავში" და დენის ჩერიშევი "ვალენსიაში". ეს სტატისტიკა პატრიოტიზმიდან არ გამომდინარეობს, განა წარმატებულ რუს ფეხბურთელებს არ სურთ თამაში წამყვან ჩემპიონატებში? უბრალოდ რუსეთის ჩემპიონატიდან წასვლა საკმაოდ რთულია, რადგან ფეხბურთელებს უამრავი ხელოვნურად შექმნილი შემაფერხებელი ფაქტორი ხვდებათ.

რა პერსპექტივა აქვთ ქართველებს "რუბინში"? მითუმეტეს იმ ფონზე როდესაც ერთმანეთის კონკურენციაში ხვდებიან. ქართველებიდან თუ რომელიმე გამოიჩენს თავს, სად წავლენ ან სად გაუშვებენ?

შვიდივე ქართველი ფეხბურთელი ნაკრებისთვის განძია და ანანიძის მაგალითი არ უნდა გაიზიარონ, როცა მის განძს ყოველწლიურად მდინარე მოსკოვის ფსკერზე ჟანგი ედება, ამისგან თავის დაღწევა აუცილებელიცაა და სავალდებულოც.

P.S. ჯანსაღი აზრი და შრომისმოყვარეობა აკომპენსირებს თქვენში ნიჭის უკმარისობას, შეიძლება იყოთ გენიალურზე გენიალური, მაგრამ სისულელით მთელი ცხოვრება დაიღუპოთ. - ბერნარდ შოუ.

alt"რუბინი" მალე მთლად ქართული გახდება - ყაზანურ გუნდში "რუსთავის" თავდამსხმელი გადავიდა

altSports: ახალგაზრდა ქართველები "რუბინს" მიათრევენ

მკითხველის კომენტარები / 24 /
საერთოდ არ უნდა მოიწვიო ეგენი ნაკრებში. საწაულად თუ არ გამოიჩინა თავი, მაგალითად ჩემპიონთა ლიგაზე.
ddgfdf
19:52 12-08-2019
4
1.რუსეთი ახლოა.
2.ადვილად პოულობენ საერთო ენას.
3.და თანაც ჩვენ მათ დონეს შევეფერებით.
4. ხოხ რას ამბობთ ანანიძეს კალთებს აგლეჯდნენ ევროპის წამყვანი გუნდები.
დათო
08:57 12-08-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული