რამდენიმე კვიპროსული გამოცემა წერს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, შესაძლოა, ნიკა კაჭარავამ ფამაგუსტის "ანორთოსისი" დატოვოს.
კაჭარავას წასვლას, ჟურნალისტების ცნობით, რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი ის გახლავთ, რომ "ანორთოსისმა" ძალიან ბევრი ფეხბურთელი (15) დაიმატა, თუმცა ქეცბაიას ფორვარდის უკან მოთამაშე შემტევი სჭირდება, ბიუჯეტში კი საკმარისი თანხა არაა. ამის ფონზე, კაჭარავა წლიურად 200 000 ევროზე მეტს იღებს.
ამას ემატება ისიც, რომ "ანორთოსისმა" ცენტრფორვარდი შეიძინა. აქამდე კაჭარავა სათადარიგო 9 ნომერი იყო, ხოლო ამ სეზონში მე-3 იქნება და ეს ახალგაზრდა ქართველის ინტერესებში არ შედის, მას თამაში
უნდა.
როგორც გამოცემები წერენ, კაჭარავა ახალი გუნდის მოძებნას ცდილობს და თუ შესაბამისი ვარიანტი იპოვა, ყველა მხარე კმაყოფილი იქნება.
კაჭარავას გარდა, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ გუნდში გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი თამაშობენ. "ანორთოსისი" სეზონის პირველ ოფიციალურ შეხვედრას 24 აგვისტოს აელ-ის წინააღმდეგ ჩაატარებს.
დვალიშვილი და საბანძე ჰყავს ბათუმს თავდასხმაში და კაჭარავას რა დაუწუნე ერთი?!