ზაგრების "დინამომ" ლაშა დვალის "ფერენცვაროში" ბუდაპეშტში გააცამტვერა

AutoSharing Option
13 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ზაგრების "დინამომ" გასვლაზე ლაშა დვალის "ფერენცვაროში" 4:0 გაანადგურა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

პირველ შეხვედრაში, ხორვატიაში მიღწეულმა ფრემ (1:1) უნგრულ გუნდს პლეი-ოფში გაღწევის კარგი შანსი შეუქმნა, მაგრამ "დინამომ" სტუმრად აშკარად დაჯაბნა.

დვალმა შეუცვლელად ითამაშა.

შეგახსენებთ, წინა ეტაპზე "დინამომ" "საბურთალოს" ორი მატჩის ჯამში 5:0 სძლია.

ბუდაპეშტი. "გრუაპამა არენა"
ფერენცვაროში - დინამო (ზ) 0:4
გოლები: 0:1 ადემი (16), 0:2 პეტკოვიჩი (47), 0:3 ოლმო (55), 0:4 გოჯაკი (79)
გამოუყენებელი პენალტი: პეტკოვიჩი (90)
გაძევება: გივიჩი (68, ფერენცვაროში)
მკითხველის კომენტარები / 3 /
ხედა ვისთან დამარცხდა თურმე საბურთალოო....
აი ვისთან
10:22 14-08-2019
0
Axla mainc mixvdit zogiertebi Ra donis gunds ebrzola saburtalo? Zagrabi magaria at gagvimartla!
Kika
07:55 14-08-2019
0

სიახლეები პოპულარული