ზურიკო დავითაშვილი პრემიერლიგის ერთ-ერთ აღმოჩენად დაასახელეს

AutoSharing Option
რუსული გამოცემა РИА Новости-ს სპორტულმა განყოფილებამ 2019 წლის სეზონის რუსეთის პრემიერლიგის 7 აღმოჩენა დაასახელა და მათ შორის ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილიც შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ 18 წლის ზურიკო 7-ეულში ყველაზე ახალგაზრდაა და სხვა ყველა ფეხბურთელი 22+ წლისაა.

აი, რას წერს საიტი ქართველ ფეხბურთელზე:

"ზაფხულში სამი ქართველის - დავითაშვილის, კვარაცხელიას, მიქელთაძის "რუბინში" მისვლამ კლუბზე ძალიან კარგად იმოქმედა და  ყაზანელებისთვის ეს ტრანსფერები სასარგებლო აღმოჩნდა.  ყველაზე მეტ სათამაშო წუთს ჯერჯერობით ზურიკო იღებს, რომელმაც ყველა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. ნახევარმცველმა საკმაოდ სწრაფად დაიმკვიდრა თავი,
როგორც ტექნიკურმა ფეხბურთელმა: ის თანაგუნდელებზე უფრო ხშირად მიდის მეტოქის მოსატყუებლად, წარმატებული დრიბლინგებით ლიგის 5 საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა. ასევე, დავითაშვილს ძალიან კარგად დაყენებული დარტყმა აქვს.

ჯერჯერობით ახალგაზრდას შედეგიანი მოქმედებით (გოლი ან საგოლე პასი) თავი არ გამოუჩენია, თუმცა ამ მოცემულობით, დიდი ხანი დაცდა არ დაგვჭირდება. "რუბინს" ძალიან დასჭირდება ზურიკოს საგოლე გასროლა, რათა კვლავ მოიპოვოს ქულები ზედიზედ 2 წაგების შემდეგ."

ზურიკო დავითაშვილი "რუბინს" თბილისის "ლოკომოტივიდან" შეუერთდა, რუსეთის პრემიერლიგის 5-ვე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 2-ჯერ შეცვალეს. ზურიკო საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრია, თუმცა ამ თამაშით, ეროვნულ ნაკრებზე ფიქრიც შეიძლება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩემი აზრით კვარაცხელიაზე სცრაფი ტექნიკური და მონდომებულია, კვარაცხელიას ქება დიიდებამ არ ავნოს ცოტა კრიტიკაც უნდა რომ მეტი გაანალიზოს, დავითაშვილს კიდევ ურჩევდი რომ გვარი დაიწეროს მაისურზე და არა სახელი, წარმატებები ქართველებს რუსულ პრემიელ ლიგაში
va-le
15:27 14-08-2019
3
აღმოჩენად რას ამბობთ მაგანაც დახია რა კარის ბადეები . სასაცილოები ხართ ...რაც მთავრობა და ქვეყანაა იგივეა სპორტული ჟურნალისტიკაც ...
სიმართლე
19:53 14-08-2019
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული