"ადანასპორი" გიორგი არაბიძეს ქართულად მიესალმა [PHOTO]

AutoSharing Option
21 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე თურქეთის პირველი ლიგის "ადანასპორში" გადავიდა. კლუბის ოფიციალური საიტი გიორგის ქართულ ენაზე მიესალმა.

Sportall.Ge

თავად გიორგის კომენტარს, კი თურქული გამოცემა hurriyet.com.tr- გადმოსცემს:

"მოხარული ვარ, რომ "ადანასპორის" ფეხბურთელი გავხდი. ეჭვიც არ მეპარება, რომ გუნდთან ერთად ძალიან ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებ. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც ჩემს ტრანსფერში წვლილი შეიტანა."- აღნიშნა ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა.

"ადანასპორი", რომელიც თურქეთის პირველ ლიგაში თამაშობს, სუპერლიგაში გადასვლისთვის ბრძოლას აპირებს და გიორგი არაბიძის ტრანსფერი ამით არის განპირობებული. არაბიძე თურქულ კლუბში 1 წლიანი იჯარით ითამაშებს და
გუნდს, მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

21 წლის არაბიძეს თბილისის "ლოკომოტივში", დონეცკის "შახტარსა" და პორტუგალიურ "ნასიონალში" უთამაშია. "ადანასპორი" გიორგისთვის ახალი გამოწვევა იქნება და იმედია, აქ მაინც მოახერხებს სტაბილურად თამაშს.


მკითხველის კომენტარები / 26 /
"ქართველი ფეხბურთელი"=ბევრი ფულის მოყვარულს...ჯერ-ჯერობით ასეა.ეს,რომ შეიცვლება აი მერე განვითარდება ქართული ფეხბურთი.
კარგით რა
18 აგვისტო 2019 19:52
1
ეეეჰ, მომდევნო გუნდი ალბათ, ჩიხურა იქნება ან სიონი. აი ეს არის სიზარმაცის და უხიაგი ხასიათის შედეგი, არმდა, რა კარგად იწყებდა.
Status quo
18 აგვისტო 2019 19:50
1
Es bichi zan nichieria da adanaspori ver gavige simartle gitxraat
Qomagi
18 აგვისტო 2019 19:18
2
გვყავდა კიდევ ერთი ტალანტი ჭანტურია!იმასაც ქონდა თავში ავარდნილი!
კი ტალანტები კი არიან მარა ჭკუა არ ყოფნთ!შემდეგი გუნდი სად იქნება?
მამუკა
18 აგვისტო 2019 18:38
1
გასაკვირია, რატომ ვერ თამაშობს დიდ გუნდებში
გიორგი
18 აგვისტო 2019 18:20
1
Ar daindot midit chaqolet 21is aris jer 10 celi cin aqvs carmatebebi
Va-Le
18 აგვისტო 2019 18:15
4
ჯერ არაფერი შეუქმნია, უკვე ყოყლოჩობს,
მზეს ეუბნება, სად შენ! სად მე! ეს მე ვკაშკაშებ,
და მკაცრ სამწაროს მიღწეული შედეგი მოსწონს,
სტამბულის გზაზე ხელგაშვერილს, არაფრად აგდებს.
ა! ბურთი და მოედანი, ეხლა შენია!
ინკლი ბინკლი, იქნებ მიხვდე, შენი ჯერია!!!
კ ო მ ბ ლ ე
18 აგვისტო 2019 18:01
5
გიორგი წარმატებები მინდა გისურვო გამოავლინეს უდიდესი ნიჭი რომელიც გაქვს დაცემა მოსდევს წინსვლა რომელიც მინდა გისურვო და დრო მოვა შენ ეხლა ვინც დაგცინის თავისი საქციელის შერცხვება
ქართველი
18 აგვისტო 2019 17:51
12
სამწუხაროდ ასე დაანგრია ამ ბიჭმა თავისი კარიერა.
სააკაძე
18 აგვისტო 2019 16:40
4
ამ საქმეში - მეტად ჭკვიანი და გამოცდილი უფროსებიც დაეხმარნენ
დათო
18 აგვისტო 2019 22:51
0
გიორგი, შენ ხარ ის ფეხბურთელი რომელსაც ყველაზე მეტის გაკეთება შეუძლია ნაკრებისთვის, მე მჯერა შენი, მთავარია ხასიათი გამოისწორო და მოუმატო, შენ ვერავინ შეგედრება ნაკრებში, წარმატებები
gio gio
18 აგვისტო 2019 16:05
27
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული