"ადანასპორი" გიორგი არაბიძეს ქართულად მიესალმა [PHOTO]

AutoSharing Option
21 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე თურქეთის პირველი ლიგის "ადანასპორში" გადავიდა. კლუბის ოფიციალური საიტი გიორგის ქართულ ენაზე მიესალმა.

Sportall.Ge

თავად გიორგის კომენტარს, კი თურქული გამოცემა hurriyet.com.tr- გადმოსცემს:

"მოხარული ვარ, რომ "ადანასპორის" ფეხბურთელი გავხდი. ეჭვიც არ მეპარება, რომ გუნდთან ერთად ძალიან ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებ. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც ჩემს ტრანსფერში წვლილი შეიტანა."- აღნიშნა ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა.

"ადანასპორი", რომელიც თურქეთის პირველ ლიგაში თამაშობს, სუპერლიგაში გადასვლისთვის ბრძოლას აპირებს და გიორგი არაბიძის ტრანსფერი ამით არის განპირობებული. არაბიძე თურქულ კლუბში 1 წლიანი იჯარით ითამაშებს და
გუნდს, მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

21 წლის არაბიძეს თბილისის "ლოკომოტივში", დონეცკის "შახტარსა" და პორტუგალიურ "ნასიონალში" უთამაშია. "ადანასპორი" გიორგისთვის ახალი გამოწვევა იქნება და იმედია, აქ მაინც მოახერხებს სტაბილურად თამაშს.


მკითხველის კომენტარები / 26 /
სამწუხაროდ ასე დაანგრია ამ ბიჭმა თავისი კარიერა.
სააკაძე
16:40 18-08-2019
4
გიორგი წარმატებები მინდა გისურვო გამოავლინეს უდიდესი ნიჭი რომელიც გაქვს დაცემა მოსდევს წინსვლა რომელიც მინდა გისურვო და დრო მოვა შენ ეხლა ვინც დაგცინის თავისი საქციელის შერცხვება
ქართველი
17:51 18-08-2019
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული