ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ჰოლანდიურმა გამოცემამ, AD-მ შეადგინა საუკეთესო 11-ეული იმ უცხოელი ფეხბურთელებიდან, რომლებიც ერედივიზიონის კლუბში ამ ზაფხულს გადავიდნენ.
აღნიშნულ სიაში "ტვენტეს" ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია მოხვდა.
აი, რას წერს გამოცემა აბურჯანიას შესახებ:
"უკვე ძალიან ბევრი დაიწერა პრესაში, რომ "ტვენტე" გუნდის აშენებას ახალი ფეხბურთელების ირგვლივ აპირებს. ამ ფეხბურთელებს შორის გიორგი აბურჯანია ნამდვილად ძვირფასი ქვაა.
"აბურჯანია "ტვენტეს" დიდი ხნის სამიზნე იყო, - თქვა გუნდის სპორტულმა დირექტორმა ტედ ვან ლიუვენმა. - მას თვალს მთელი სეზონის განმავლობაში ვადევნებდით და ბოლოს ის "წითელი" გახდა. შოთა
არველაძეს ჰოლანდიაში შთამომავალი ჰყავს".
გიორგი აბურჯანიამ ახლად დაწყებულ ერედივიზიონში 2 შეხვედრა ჩაატარა, მოედანზე ორივეჯერ შეცვლაზე შევიდა და ორივე შემთხვევაში 20 წლის ალბანელი ნახევარმცველი სელაჰი შეცვალა, რომელიც ასევე მოხვდა AD-ს მიერ წარმოდგენილ 11 საუკეთესო ფეხბურთელს შორის.
მომდევნო შეხვედრას "ტვენტე" ზეგ, 24 აგვისტოს, "ჰეერენვენთან" გასვლაზე ჩაატარებს.