
თურქეთის პირველ ლიგაში (რანგით მეორე დივიზიონია) 21 წლის ქართველი ნახევარმცველის, გიორგი არაბიძის დებიუტი შედგა.
"ესკიშეჰირსპორთან" მოგებულ საშინაო მატჩში (3:2) არაბიძე ძირითად შემადგენლობაში დააყენეს, მე-14 წუთზე გატანილ პირველ გოლში მონაწილეობა მიიღო (ჩვენებურის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და დამატებაზე ყველას ნიგერიელმა ეზემ დაასწრო), მე-80 წუთზე კი შეცვალეს.
არაბიძე ადანურ გუნდში ახლახან "ნასიონალიდან" ერთწლიანი იჯარით, კონტრაქტის გაისად გამოსყიდვის უფლებით გადავიდა.