საბა კვირკველია: ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლის სურვილი რომ მქონოდა, გადავიდოდი

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველმა საბა კვირკველიამ ახსნა, თუ რატომ არ გადავიდა ინგლისურ კლუბში და რატომ არ თამაშობს.

"მოედანზე ჩემი არყოფნის მიზეზი ტრავმაა! ვერ გავიგე, რაზეა საუბარი, როდესაც კიდევ რაღაცებზე ლაპარაკობენ. ზოგიერთს ტრავმის გამო უკვე ნახევარი წელიწადი გაუცდა. მერწმუნეთ, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ადამიანებს კი, რომლებიც ჭორებს ავრცელებენ და ჩემზე ადრეც სხვადასხვა საზიზღრობას ამბობდნენ, ოდესღაც უკვირდათ, რატომ ამიყვანეს "რუბინიდან" "ლოკომოტივში". იძახოდნენ, მეორე ლიგის დონეაო. დაე, მოკეტონ და რცხვენოდეთ!

"ლოკომოტივში" თამაში და ყოფნა ძალიან მომწონს.  მწვრთნელი სიომინი ძალიან მიყვარს, რომელმაც ჩემთვის ბევრი რამ
გააკეთა.

"ლესტერი" კი... ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლის სურვილი რომ მქონოდა, გადავიდოდი. როდესაც ჩემპიონები გავხდით, მაშინ მოგვმართეს წინადადებით. თუმცა, არაფერზე არ ვნანობ. დავრჩი და მოხარული ვარ, რომ მეორედ გავედით ჩემპიონთა ლიგაზე. მინდა, "ლივერპულს" შევხვდეთ, ეს ტოპ-დონეა. ამ გუნდს "რუბინის" რიგებში "ენფილდზე" ვეთამაშე - ისეთი სიამოვნება მივიღეთ! უდავოა, შარშანდელზე უკეთესად ვიასპარეზებთ. ევროპა ლიგაზე გასვლას მაინც შევეცდებით.

გასულ სეზონში "უფასთან" ტრავმა მივიღე და შეცვლა მოვითხოვე. შემდეგ შეკრება გავაცდინე და ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. როდესაც ფეხბურთელს ამდენი უცდება, მერე ძალიან უჭირს.

ცოტა ხნის წინ ვარჯიშიც კი მიჭირდა, ბარძაყის კუნთები ძალიან მტკიოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი წესრიგშია, მალე 100%-ით მზად ვიქნები. სამი თვე ვმკურნალობდი. რა აზრი ჰქონდა, რომ მეთამაშა და ისევ ტრავმა მიმეღო?

"როსტოვთან" მატჩში ჩემი დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, ტკივილი აღარ მაწუხებს და ნაკრებშიც კი გამიშვეს.  ვფიქრობ, პრემიერლიგის პაუზის მერე დავბრუნდები, შემდეგ კი ვის აირჩევს, მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება", - განუცხადა კვირკველიამ championat.com-ს.

მკითხველის კომენტარები / 25 /
სწორედაც მოიქეცი, სახლთანაც ახლოს ხარ და ხალხიც უფრო ახლოა ჩვენთან, ვიდრე ის ცივი ინგლსელები.
დათო
29 აგვისტო 2019 08:53
17
დათო=ს;გაქანებული რუსეთუმე ხარ და შენთვის მზეც ჩრდილოეთიდან ამოდის!კარგია,რომ შენ და შენისთანები ყოველთვის იყავით,ხართ და იქნებით უმცირესობაში!!!და ბოლოს,ჯერ რუსული ფეხბურთი არ გაიშვა და მერე მათი ეროვნული მახასიათებლები!!!სხვა დანარჩენზე კი გიომ გაგცა პასუხი!!!
Alex.F
29 აგვისტო 2019 22:06
0
ვინაა ბიჭო ცივი? ინგლისელებმა რო იციან დაფასება და ჯიგრობა ბასიაკ რუსებს მოელანდებათ. ქინქლაძე სალოცავივით ყავთ დღესაც სიტის ფანებს. შენ და შენისთანებია დარეცხილი რო გაქვთ ტვინები რუსული პროპაგანდით რო ვითომ ევროპელები არიან ცივები და გარყვნილები და დედა რუსეთის ვანია შვილები მამა აბრამის ბატკნები. ეგენი არიან რო ირჩევენ მაგ მთავრობას, რომელიც მთელ მსოფლიოს და განსაკუთრებით ჩვენ კიბოსავით გვჭამს.
გიო
29 აგვისტო 2019 21:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული