საბა კვირკველია: "იუვენტუსის" დამარცხება და რონალდოსთვის მაისურის გამორთმევა იქნება საჭირო

AutoSharing Option
"ლოკომოტივის" მცველმა საბა კვირკველიამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრაზე გააკეთა კომენტარი:

"რატომღაც ასეთ ჯგუფს არ ველოდი. რას იზამ, საინტერესო იქნება!

"ატლეტიკოს" ცოტა ხნის წინ ვეთამაშეთ, "იუვე" - ეს საერთოდ ტოპია. იტალიელების დამარცხება და შემდეგ რონალდოსთვის მაისურის გამორთმევა იქნება საჭირო (იცინის).

თუ სერიოზულად, მე ვიცი, მე დარწმუნებული ვარ, "ლოკომოტივს" ყველაფერი შეუძლია. განსაკუთრებით, სახლში, ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით.

გასული სეზონის შეცდომებს გავითვალისწინებთ და ვიბრძოლებთ!", - განუცხადა კვირკველიამ კლუბის საიტს.

"ლოკოსთან" ერთად ჯგუფში "ატლეტიკო", "იუვენტუსი" და "ბაიერი" მოხვდნენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მაისურის გამო იწვალე ამდენი შე კაცო ჩამოდი ლილოს ბაზრობაზე რამდენიც გინდა რა ფერიც გინდა როდინდელიც გინდა
კახა
08:12 30-08-2019
2
თქვენი ლოკომოტივი უმოტივოდ წააგებს ჯგუფის ყველა გუნდთან.სად ერეკლე და სად ლოკომოტივი მაგ ჯგუფის გუნდებთან.
status quo
14:31 30-08-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული