"ლოკომოტივის" მცველმა საბა კვირკველიამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრაზე გააკეთა კომენტარი:
"რატომღაც ასეთ ჯგუფს არ ველოდი. რას იზამ, საინტერესო იქნება!
"ატლეტიკოს" ცოტა ხნის წინ ვეთამაშეთ, "იუვე" - ეს საერთოდ ტოპია. იტალიელების დამარცხება და შემდეგ რონალდოსთვის მაისურის გამორთმევა იქნება საჭირო (იცინის).
თუ სერიოზულად, მე ვიცი, მე დარწმუნებული ვარ, "ლოკომოტივს" ყველაფერი შეუძლია. განსაკუთრებით, სახლში, ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით.
გასული სეზონის შეცდომებს გავითვალისწინებთ და ვიბრძოლებთ!", - განუცხადა კვირკველიამ კლუბის საიტს.
"ლოკოსთან" ერთად ჯგუფში "ატლეტიკო", "იუვენტუსი" და "ბაიერი" მოხვდნენ.
|ვუსურვებ ლოკომოტივს ყოველ მატჩში 9-0 წაეგოს :) მიუხედავად იმისა რომ კვირკველია იქაა !