შოთა არველაძე: ერთა ლიგის D დივიზიონს მოვიგებთ

AutoSharing Option
ყოფილმა ქართველმა ფეხბურთელმა და ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ინტერვიუ აზერბაიჯანულ სპორტულ საიტს, azerisport.com-ს მისცა და სხვადასხვა საკითხეე ესაუბრა.

sportall.ge გთავაზობთ ქართველი მკითხველისთვის საინტერესო მონაკვეთებს ინტერვიუდან.

"ქართული კლუბები "ყარაბაღის" მსგავს შედეგებს იმიტომ ვერ აჩვენებენ, რომ საქართველოში ასეთი ფინანსური რესურსები არ გვაქვს. აზერბაიჯანელებმა უნდა დააფასოთ ის, რაც გაგაჩნიათ.

საქართველოს ნაკრებს კი ისევ აქვს შანსი, მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე. შესარჩევ ეტაპზე მხოლოდ 1 შეხვედრა ჩავატარეთ ცუდად - გასვლაზე დანიასთან. ხოლო იგივე შვეიცარიასთან, ირლანდიასთან ღირსეულად ვითამაშეთ. ერთა ლიგაზე ჩვენი ჯგუფი ადვილად მოვიგეთ. მუდმივად
ვვითარდებით და ახალ დონეზე ავდივართ. ვფიქრობ, რომ ერთა ლიგის D დივიზიონს მოვიგებთ.

რომც ვერ მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე, ძალიან გვიხარია, რომ ევრო 2020-ს ბაქოც უმასპინძლებს. მთელი გულით გილოცავთ ამ მიღწევას. მახსოვს, ჩემი ძმა და თქვენი საფეხბურთო ხელმძღვანელობა როგორი გახარებული იყო. ეს ჩვენი წარმატებაც არის. იმედი მაქვს, ასეთი ტურნირები უფრო ხშირად გაიმართება ჩვენ მსგავს ქვეყნებში და არა მხოლოდ ნიდერლანდებში, გერმანიასა და ინგლისში. ბაქოში ძალიან ბევრი ქართველი ჩამოვა. სასიამოვნოა, რომ აზერბაიჯანში ასეთი შეჯიბრება იმართება. ეს ჩვენც გვმატებს მოტივაციას, რომ საქართველოსაც შეუძლია ასეთი ტურნირის მასპინძლობა. იმედი მაქვს, აზერბაიჯანში ჩამოსვლას მეც მოვახერხებ.

იტალიის ჩამოსვლის შემთხვევაში ქართველები გესტუმრებით. საქართველოს მოსახლეობის 30% იტალიის ნაკრებს გულშემატკივრობს. იტალიის გუნდი ახლა ვითარდება, როგორც სერია A. ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გამოჩნდა. საქართველოდან მათ სანახავად ბევრი ჩამოვა."

მკითხველის კომენტარები / 3 /
batono chota tkven chedareba gaaketet kartul da azerbaijanul klubebis, azerbaijanchi gundebs uprtxildebian gverdit udganan da ar chlian mizanmimartulat evrotasebis cin, rogorc torpedos gauketes , rogorc potis kolxeti da zestaponi gaakvres da axla torpedoxe arian mimdgari, aramgonia aseti rame moxdes chven mezobel kveknebchi, ra daxmarebazea laparaki roca torpedos kutaiscgi ragbis stadioni tbilisis ragbis pederaciam ar atxova, aravitari sportuli solidaroba da gverdit dgoma, mtroba da chuglia kartul pegburtchi, ai ratom ver agceven carmatebas kartuli klubebi, da ara is mizezebi romlebic tkven chamotvalet.
KUTAISELI
19:27 17-10-2019
10
სულ მაინტერესებს საიდან აკეთებთ ასეთ დასვნებს რომ ვინმე ფედერაიიდან ერჩის რომელიმე გუნდს ? სფფდან და სახელმწიფოს მხრიდან კლუბებეს დახმარების და გვერდში დგომა აქვთ, ხოლო იმ სავალალო მდგომარეობაში კი აყენებნ კლუბის ვაი დირექტორები, რომლევსაც სამწუხაროდ ისევ თქვენივე ქალაქის მერები და გამგებლები ნიშნავენ. ამიტომ თუ ხართ გლშემატკივარები, სანამ ვინმეს დანიშნავენ და ის მერე უაზრო და დიდ ვალებს აიღებს, მიიყვანს კლუბს იქამდე რაც ემართება ტორპედოს, კოლხეთს, მეშახტეს, ხონს, ცხინვალს მანამდე ჩაერიეთ და მოთხოვთ თუ რას და როგორ აპირებს.
DAVE
11:21 18-10-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული