"ბრონდბიუ" საბა ლობჟანიძეს არ ეშვება

AutoSharing Option
დანიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა B.T. წერს, რომ დანიურ გრანდ "ბრონდბიუს" ქართველი შემტევის, საბა ლობჟანიძის შეძენა ისევ სურს და იანვარში, სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე მიმართავს "რანდერსს".

სტატიის მიხედვით, "რანდერსი" შეეცდება, ლობჟანიძე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაითანხმოს, რათა ქართველის ტრანსფერიდან რეალური თანხის აღება შეძლოს.

გასულ ზაფხულს "ბრონდბიუმ" ერთხელ სცადა ლობჟანიძის შეძენა, თუმცა "რანდერსისთვის" შეთავაზებული თანხა ძალიან ცოტა იყო და დაახლოებით, ნახევარ მილიონ ევროდ საბას გაყიდვაზე უარი განაცხადეს. თავად ფეხბურთელს არ დაუმალავს, რომ კარიერის უფრო ძლიერ გუნდში გაგრძელება სურს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვაისამ ბარეორს ვერ მოუნახა ადგილი, ბიჯო თავდამსხმელი არა ყავს, მოესინჯა, ლობჯანიძეს საბა არ აჯობებდა?
ვასო
25 ოქტომბერი 2019 22:20
0
ჯოვინოს ფასი ელიგაში 250000 ევროდან 1.5 მილიონამდე გაიზარდა და ამის როგორ ვერ აცდა ნახევარ მილიონს???ეს მათ პასუხი ვისაც დანია-შვეციის ლიგები რაღაც ღირებული გონია
ბათუმის ფანი
23 ოქტომბერი 2019 10:55
0
საბას წარმატებები. რატომ ვერ მოუნახა ვაისმა ამ კაცს ადგილი ნაკრებში ვერ გამიგია სწრაფია შემტევი.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
23 ოქტომბერი 2019 01:11
0
საბას წარმატებები. რატომ ვერ მოუნახა ვაისმა ამ კაცს ადგილი ნაკრებში ვერ გამიგია სწრაფია შემტევი.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
23 ოქტომბერი 2019 01:09
0
ნახევარი მილიონი არა ტოროლა, დავიჯერო ორი მილიონი აღარ ღირს.
giga
22 ოქტომბერი 2019 14:45
2

სიახლეები პოპულარული