საბა ლობჟანიძე დანიაში თვის საუკეთესო ფეხბურთელის 3 ნომინანტს შორისაა

AutoSharing Option
დანიური "რანდერსისა" და საქართველოს ნაკრების შემტევი საბა ლობჟანიძე დანიის სუპერლიგის სექტემბრის თვის 3 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა და რჩეულის სტატუსისათვის "ოლბორგისა" და "ორჰუსის" ფეხბურთელები ეჯიბრებიან.

"რანდერსმა" სექტემბერში შთამბეჭდავად ითამაშა, 4 გამართული შეხვედრიდან 4-ვე მოიგო. გოლთა ბალანსი 10-1-ზე ჰქონდა და ამ 10 გოლიდან 4 საბას ანგარიშზე გახლდათ. 4 შეხვედრაში გატანილი 4 გოლი ძალიან კარგი შედეგია.

ლობჟანიძეს დანიის სუპერლიგაში წელს ჩატარებულ 11 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა სიის სათავეში მყოფ პოლონელ ვილშეკს 2 შედეგიანი დარტყმით ჩამორჩება. ქართველი გარემარბი ვლადიმი ვაისმა
ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა ირლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებ გუნდებთან სათამაშოდ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არ ათამაშებს და რად გინდა. ეგ, კიტეისვილი, პარუნასვილი, აბურჯანია, ჩაკვეტაძე, ხარაიშვილი, ზარანდია და არაბიძე. ეს ის ფეხბურთელებია რომლებიდანაც უნდა შეიქმნას შემტევი ბირტვი. ოქრი, ჯანო, კანკავა, დაუსვილი, ჯიღაური, ვაკო, მერება, ჭანტურიშვილი, ნავალოვსკი, კვეკვესკირი არიან წარსული, ასევე წარსულია ვაისი და ფედერაცია. ამრიგად, სანამ იქნება არსებული-წარსული ფედერაცია და ვაისი, მანამდე იქნება გუნდში ასევე ბნელი და უკუნი, ხოლო ამ ჯოჯოხეთში ნატელი მომავალი არ გამოჩნდება. აი ბატონო, ნახეთ თუ ათამაშონ ხარაისვილი, ან ლობჟანიზე. ჩასვამენ სტაჟიან დაბრაკულ იგროკებს და ითამაშებენ ფრეზე
ვასო
15:31 05-10-2019
0

სიახლეები პოპულარული