ნიღბიან ხვიჩა კვარაცხელიას კინაღამ ფეხი მოსტეხეს - მწვრთნელი ამბობს, რომ ადრე უნდა შეეშვა შეცვლაზე

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტურში "რუბინისა" და "ურალის" მატჩი 0:0 დასრულდა. მასპინძელთა გუნდში სასტარტოში იყო ზურიკო დავითაშვილი, რომელიც 70-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ შეცვალა (მას სახეზე დამცავი ნიღაბი ეკეთა), ხოლო ბექა მიქელთაძე 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

პირველ ტაიმში დავითაშვილმა დრიბლინგის შემდეგ ვიდარ კიარტანსონს კარის წინ გაუკეთა პასი, მაგრამ მან გოლი ვერ გაიტანა. მეორე ტაიმში კი კვარაცხელიას დარტყმული ბურთი სასწაულებრივ ნახტომში მოიგერია გოლკიპერმა.

81-ე წუთზე სტუმართა კაპიტანმა არტიომ ფიდლერმა, რომელსაც იქამდე ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული, კვ
არაცხელიას კოჭ-წვივში ჩაარტყა ფეხი, მაგრამ მსაჯმა დაინდო და არ გააძევა.

ნამატჩევს კლუბის საიტთან კომენტარი "რუბინის" მწვრთნელმა უდუარდო დოკამპომ გააკეთა:

"ჩვენი ისტორია მეორდება, შეხვედრას კარგად ვიწყებთ, მომენტებს ვქმნით, მაგრამ გოლი ვერ გაგვაქვს. იმედია, სიტუაციას გამოვასწორებთ.

ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ვერც ერთ თავდამსხმელს ვერ გააქვს. ასეთ თამაშში მართლაც შეგვეძლო მარკოვი შეგვეშვა, მაგრამ მიქელთაძე შევიდა - მოწინააღმდეგეების ზურგსუკან კარგად იხსნებოდა, ბურთისთვის იბრძოდა, თავით თამაშობდა, ასრულებდა სამუშაოს, რომელიც ყველასათვის შესამჩნევი არ არის.

შეუძლია თუ არა კვარაცხელიას უფრო მეტი ხანი ითამაშოს? ვუბრუნდებით ძველ საუბრებს, რომლებიც სეზონის დასაწისში იყო. ის შეცვლაზე შესვლისას თამაშს ამწვავებდა. დავითაშვილის ცოტა ადრე შეცვლა გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ჯერ კიარტანსონის ნაცვლად მიქელთძის შეშვება გადავწყვიტეთ. ალბათ, თქვენ მართალი ხართ, შეიძლებოდა კვარაცხელია ადრე შეგვეშვა".

მკითხველის კომენტარები / 5 /
რაც მთავარია ქართველ ფეხბურთელებს ათამაშებს და აძლევს დროს ზოგადად რუბინს ამ სეზონში უჭირს გოლების გატანა მგონი პრემიერ ლიგაში ყველაზე ცოტა გოლი აქვს გატანილი ამ წელს.
Giorgi
01:34 26-10-2019
0
ქაოთველი თავდამსხმელები ყავს და რატო აქვს ცოტა გოლი გატანილიო
ზორბეგი
08:37 26-10-2019
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული