საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ sputnik-georgia-სთან პოსტსაბჭოთა სივრცეში ქართველი მწვრთნელების მიერ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.
"საქართველოში ძალიან კარგი მწვრთნელები გვყავს. ახლა იქ "ა" და "პრო" ლიცენზია გაიცემა. საერთოდ, საქართველოში ძალიან კარგი ტაქტიკოსები არიან, შესანიშნავად შეუძლიათ მეტოქეების ტაქტიკური ანალიზი.
მეც, როცა სხვადასხვა ლიცენზიის მისაღებად სასწავლო კურსებს გავდიოდი, ბევრი რამ ვისწავლე. არადა, ვთვლიდი, რომ ფეხბურთში ყველაფერი თუ არა, თითქმის ყველაფერი ვიცოდი.
კახაბერ ცხადაძეზე მინდა ვთქვა. კახა მეც მწვრთნიდა და ერთადაც ვთამაშობდით თბილისის "ლოკომოტივში". მას ძალიან კარგად ვიცნობ, ნაკრებშიც ერთად
ვიყავით. ის კარგი მწვრთნელია. პიროვნულად ხომ საერთოდ, ძალიან კარგი ადამიანი.
საქართველო პატარა ქვეყანაა და მის საზღვრებს გარეთ ვინც უნდა აღწევდეს წარმატებას, ეს მწვრთნელი იქნება თუ ფეხბურთელი, სამშობლოს დიდ რეკლამას უკეთებს. ასეა ცხადაძე ყაზახეთში, იქით არველაძე უზბეკეთში."
ტაშკენტის "ფახთაქორმა", რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის, უზბეკეთის თასი და ჩემპიონატი მოიგო. კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ორდაბასიმ" ყაზახეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. თამაზ პერტიას დამოძღვრილმა ლატვიურმა "ვალმიერამ" კლუბის ისტორიაში პირველად მოახერხა ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა.
მაშინ პოსტოსმალურიც ვუძახოთ საქართველოს, პოსტსპარსულიც, ბოსტბიზანტიური და ვიყოთ ასე.