საბა კვირკველიამ "ლოკომოტივის" შემადგენლობაში დიდხნიანი პაუზის შემდეგ ითამაშა

AutoSharing Option
დღეს, 18 ნოემბერს, საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა საბა კვირკველიამ 2-თვიანი პაუზის შემდეგ მოსკოვის "ლოკომოტივის" შემადგენლობაში ითამაშა.

"ლოკომოტივი" სოჭში ამხანაგურად "უფას" გაეჯიბრა. საბა კვირკველია მოსკოველთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაატარა. "ლოკომოტივი" მეტოქესთან დამარცხდა - 0:2.

გუშინ, 17 ნოემბერს, რუსული ონლაინ მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვირკველია ზამთარში "რკინიგზელთა" კლუბს დატოვებს. დაასახელეს მისი სავარაუდო მსურველი კლუბი - მოსკოვის "დინამო".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული