
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ფეხბურთელის დედა ლელა ბრეგვაძე ავრცელებს.
"მადლობა, უფალო, ამ ბედნიერი დღისთვის", - წერს ლელა ბრეგვაძე და თავისი შვილის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც საავადმყოფოშია გადაღებული.
როგორც რამდენიმე დღის წინ არაბიძემ Sportall.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, ოპერაციის შემდეგ ის 2 თვე-ნახევარში ვარჯიშს დაიწყებს, 2 კვირის შემდეგ კი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით მოემზადება.