გიორგი არაბიძემ ოპერაცია გაიკეთა - როდის დაუბრუნდება ქართველი შემტევი მოედანს

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "ადანასპორის" შემტევმა გიორგი არაბიძემ თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში კოჭის ოპერაცია გაიკეთა.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ფეხბურთელის დედა ლელა ბრეგვაძე ავრცელებს.

"მადლობა, უფალო, ამ ბედნიერი დღისთვის", - წერს ლელა ბრეგვაძე და თავისი შვილის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც საავადმყოფოშია გადაღებული.

როგორც რამდენიმე დღის წინ არაბიძემ Sportall.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, ოპერაციის შემდეგ ის 2 თვე-ნახევარში ვარჯიშს დაიწყებს, 2 კვირის შემდეგ კი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით მოემზადება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯანმრთელობას გისურვებ გიო!!! ღვთის შემწეობით ყველაფერი კარგად ჩაივლის და ჯანმრთელი დაუბრუნდები მოედანს!!! ახლა დრო გაქვს, რომ კარგად გააცნობიერო თუ სად უშვებდი შეცდომებს და რა გაქვს გამოსასწორებელი, რომ დიდ წარმატებას მიაღწიო!!! დიდი იმედი მაქვს , რომ შენ დიდ ფეხბურთს ითამაშებ და ბევრ ადამიანს გაუმართლებ იმედს!!! წინასწარ გილოცავ, შეგეწიოს წმ. გიორგი და დაგიფაროს!!!
დათო
18:52 21-11-2019
0
გიო მალე გამოჯამრთელდი და გაგვახარე შენი საოცარი თამაშით მჯერა შენი ტალანტის მქონე კაცი მალე გაიპრწყინებს საქართველოს ნაკრებს შენი დახმარება დაჭირდება შენი საოცრად შესრულებული ჯარიმები წარმატებები და წინსვლა ..
საქართველოს ქომაგი
19:31 21-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული