22 ნოემბერს, პოლონეთის ექსტრაკლასას მე-16 ტურში გიორგი მერებაშვილის პლოცკის "ვისლა" ზაბჟეში "გურნიკს" დაუზავდა - 2:2.
მერებაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მე-40 წუთზე გოლი გაიტანა, თავისი გუნდი დააწინაურა (2:1), თუმცა მასპინძლებმა მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. გიორგი 90+2-ე წუთზე შეცვალეს.
მერებაშვილმა ჩემპიონატის 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მან აქამდე ექსტრაკლასაზე მეტოქის კარი ბოლოს 31 აგვისტოს დალაშქრა.
"ვისლა" 27 ქულით მე-6 ადგილზეა და 29 ნოემბერს "ლეხს" უმასპინძლებს.