გიორგი მერებაშვილმა "ვისლას" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 აგვისტოს, პოლონეთის ექსტრაკლასას მე-7 ტურში გიორგი მერებაშვილმა პლოცკის "ვისლას" ლოძის ლკს-სთან გამარჯვება (2:1) მოუპოვა.

მერებაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 75-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, გამარჯვების გოლი გაიტანა.

ეს მიმდინარე სეზონში გიორგის პირველი გოლია.

"ვისლა" 7 ქულით მე-12 ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 13 სექტემბერს ლუბინში "ზაგლებიეს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაკრებში უთამაშებელი ჯანოს ნაცვალდ უნდა გამოეძახებინა მერებაშვილი, ხარაიშვილი და ზარანდია მაგრამ ვაისი აზრზე არაა ვის უნდა უხმოს ნაკრებში
irakli
14:40 01-09-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული