22 ნოემბერს, რუსეთის პრემიერლიგის 17 ტურში მოსკოვის "ლოკომოტივმა" სარანსკში 3:2 დაამარცხა "ტამბოვი".
სტუმართა გუნდში მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა სტუმართა გუნდის მცველმა საბა კვირკველიამ, რომელმაც ტრავმირებული ვედრან ჩორლუკა შესვენების შემდეგ შეცვალა.
"ლოკო" 34 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ზენიტს", რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 2 ქულით ჩამორჩება და პირველ დეკემბერს მოსკოვის "დინამოს" შეხვდება, იქამდე კი, 26 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე "ლევერკუზენს" უმასპინძლებს.
საინტერესოა, მომავალ შეხვედრებში თუ მიეცემა საბას თავის გამოჩენის შესაძლებლობა.