elperiodicodearagon: გიორგი პაპუნაშვილი "ნიუ იორკ სიტიში" დავიდ ვილიას შემცვლელად?

AutoSharing Option
elperiodicodearagon-ის ცნობით, არაა გამორიცხული, "სარაგოსას" ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა კარიერა MLS-ის "ნიუ იორკ სიტიში" გააგრძელოს და იაპონიის "ვისელ კობეში" გადასული დავიდ ვილიას მემკვიდრე გახდეს.

"ნიუ იორკ სიტიმ" თვალი პაპუს დაადგა
MLS-ის კლუბს ქართველი ლეგიონერის დამატება სურს, რომელსაც "სარაგოსა" შესაძლოა, იანვარში სახელფასო ფონდის განტვირთვის მიზნით შეელიოს.

"ნიუ იორკ სიტიმ" შეიძლება პაპუნაშვილი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დაიმატოს. ამერიკის უმაღლესი ლიგის გუნდი ძალიან დაინტერესებულია ქართველი ფეხბურთელის სამსახურით. "სარაგოსასაც" სურს პაპუნაშვილისთვის გუნდის მოძებნა, რადგან სახელფასო პრობლემა აქვს და თავად ფეხბურთელსაც უნდა გუნდის გამოცვლა.

"სარაგოსა" 9-იანის დამატებას აპირებს.
უკვე შეარჩია მწვრთნელმა ვიქტორ ფერნანდესმა დარიო პოვედა ("ატლეტიკო B"-ს 22 წლის თავდამსხმელი), რომლის შეძენა ზაფხულში მოითხოვა და ამ მიზნით პაპუსა და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს დაემშვიდობებიან.

ამერიკული კლუბის ინტერესის თაობაზე "სარაგოსა" საქმის კურსშია, თუმცა ჯერ კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავთ. "სიტი" ნახევარფინალში ვერ გავიდა, მწვრთნელ დომენეკ ტორენტს ორი კვირის წინ ხელშეკრულება გაუწყვიტა და პაპუს საკითხის გასარკვევად გუნდის ახალი თავკაცის დანიშვნას ელის.

"სიტი" 2013 წელს "მანჩესტერ სიტის" ფრენჩაიზმა შექმნა (მეორე დამაარსებელი აშშ-ის ბეისბოლის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი "იანკია") და მის რიგებში უკვე ასპარეზობდნენ ესპანელები - დავიდ ვილია, ირაოლა, ანჟელინო და პაბლო ალვარესი. ამ სეზონში გუნდმა "ნუმანსიადან" კალენსი გადაიყვანა.

პაპუ "სარაგოსამ" 2017 წლის ზაფხულში თბილისის "დინამოსგან" 100 ათას ევროზე ოდნავ იაფად შეიძინა, ნაჩო გონსალესის ხელმძღვანელობით კარგად ითამაშა და კონტრაქტი 2022 წლამდე გაუგრძელეს, რადგან მისი სამსახურით ერთ-ერთი რუსული კლუბის მიერ დაინტერესების შესახებ შეიტყვეს.

მეორე სეზონში ქართველმა კოჭ-წვივის მძიმე ტრავმა მიიღო. გასულ ზაფხულში გაყიდვა უნდოდათ, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ საამისოდ საუკეთესო დრო არ იყო. მიმდინარე სეზონში 10 მატჩში (308 წუთი) მიიღო მონაწილეობა და თავისი ჩვეული ფორმისგან შორს იმყოფება, თან ვიქტორ ფერნანდესის ახალ სისტემაში ადაპტირება გაუჭირდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
22-25 წლის ჯანღონით სავსე ბიჭები ისე იქცევიან თითქოს "საფეხბურთო მოხუცები" იყვნენ. ერთი ყაზაიშვილი ათამაშდა ამერიკაში და მეორე ეს ათამაშდება. დაუსრულებია კარიერა და ეგაა.
dadu
02:06 26-11-2019
6
არავითარ შემთხვევაში არც რუსეთი და არც ამერიკა! რა გააკეთა პაპუმ ჯერ ისეთი, ან რას მიაღწია, რომ უკვე ფულის კეტებაზე გადაერთოს? რუსეთის კლიმატი, ხელოვნური მოედნები ტრავმებისკენ მიდრეკილ ბიჭს კიდევ მეტად აზარალებს. ან რატომ უნდა ჩაიკარგოს რუსეთში ასეთი პერსპექტიული ფეხბურთელი? აშშ-ზე აღარაფერს ვამბობ, წელიწადის თითქმის მეოთხედს დასვენებაში ატარებენ. ფეხბურთელი, რომელსაც კარიერაში რამის მიღწევა უნდა და ეროვნულ ნაკრებში თავის დამკვიდრების ამბიცია აქვს, ასეთ გადწყვეტილებას არ მიიღებს. იმედი მაქვს არც პაპუ გააკეთებს მაგას.
ანესთეზეოლოგი
11:01 26-11-2019
0

სიახლეები პოპულარული