კვიპროსული ვებგვერდი ShootandGoal-ი გულშემატკივრებს შორის გამოკითხვას აწარმოებს, თუ ვინაა ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე და მასში დიდი უპირატესობით (65%) "ანორთოსისის" გოლკიპერი გიორგი ლორია დაწინაურდა.
ხმის მიცემა გრძელდება და მოწინავე ექვსეული ასე გამოიყურება:
გიორგი ლორია (ანორთოსისი/საქართველო, 33 წლის) - 65%
ვიდ ბელეცი (აპოელი/სლოვენია, 29) - 22%
ჟოზიმარ ვოზინა (აელ/კაბო-ვერდე, 33) - 5%
ანტონიო რამირესი (აეკ/ესპანეთი, 33 ) - 4%
ჟოელ მალი (აპოლონი/შვეიცარია, 28) - 2%
არტურ რუდკო (პაფოსი/უკრაინა, 27) - 2%
ლორიამ ჩემპიონატის ცხრავე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, 5 გოლი გაუშვა, მისი გუნდი კი ლიდერია.
ხმის მიცემა ამ საიტზე შესაძლებელია.
უეფას რეიტინგი: გიორგი ლორია 64-ეა - დანარჩენი "ჯვაროსნები" ასეულს მიღმა
კანკავა და ლორია საუკეთესოებში - ქართველების სტატისტიკა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე