გასულ ტურში, "პოგონთან" შჩეცინში წაგებული მატჩის (1:3) შემდეგ, "ლეგიას" გულშემატკივართა საიტმა ნახევარმცველი ვაკო გვილია გააკრიტიკა, მე-17 ტურში კი მან "კორონას" გოლი გაუტანა და "არმიელებმა" 4:0 გაიმარჯვეს.
გვილია მწვრთნელმა ალეკსანდარ ვუკოვიჩმა ამჯერად ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა, 68-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 2:0 იყო და ბურთზე პირველი შეხებით გაიტანა გოლი.
ვაკომ ჩემპიონატის 16 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
"კორონას" განაცხადში არ იყო ტრავმირებული ვატო არველაძე.
"ლეგია" 32 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ "შლიონსკს" 1 ქულით ჩამორჩება და 8 ნოემბერს ამ გუნდს ვროცლავში დაუპირისპირდება.