საბა ლობჟანიძე დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და დანიური "რანდერსის" შემტევი საბა ლობჟანიძე მოედანს, თითქმის 2-თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და გოლიც გაიტანა.

დანიის სუპერლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში "რანდერსმა" "სენდერიკსეს" წინააღმდეგ საკუთარ კედლებში ითამაშა. საბა შეხვედრაში 79-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა აღნიშნული დრო თავის გამოსაჩენად ეყო და მატჩის საბოლოო ანგარიში 92-ე წუთზე დააფიქსირა - 3:0.

ამ მოგებით "რანდერსმა" ცხრილში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო საბამ სუპერლიგის მიმდინარე სეზონში მე-7 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მინიმუმ 10 გოლი დაუგროვდებოდა, ამდენი რომ არ გაეცდინა, ეგეც მაგარი ბიჭია კიტესთან ერთად, რატომ არ ეძლევა ნაკრებში დრო, უბრალოდ არ მესმის. უეწველი, ვაისი მაგას და ხარაიშვილს სიურპრიზად ინახავს, აბა მეტი ახსნა მაგას არააქვს, ვინ ჰყავს მაგატზე უკეთესი?
vaso
20:20 01-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული