"ლოკომოტივს" არ ულხინს - საბა კვირკველიას მაინც არ ათამაშებენ

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივში" მცველ საბა კვირკველიას მდგომარეობა არ გამოსწორდა - ის კვლავ სათადარიგოა.

საბა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ამ სეზონში ჩემპიონატზე პირველად 22 ნოემბერს "ტამბოვთან" ათამაშეს, ისიც მაშინ, როდესაც ვედრან ჩორლუკამ მცირე ტრავმა მიიღო და შესვენების შემდეგ მის ნაცვლად შეუშვეს.

შემდეგ "ლოკო" ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ მოედანზე "ბაიერთან" 0:2 დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა, ხოლო დღეს რუსეთის პრემიერლიგაზე მოსკოვის "დინამომ" 2:1 მოუგო და ჩვენებური ისევ სათადარიგო იყო.

შეიძლება ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ნიშანდობლივი ფაქტია - ადრე საბა გუნდის ერთ-ერთი სახე იყო, მისი  ინტერვიუები და
გამონათქვამები სისტემატურად იბეჭდებოდა კლუბის საიტზე, ახლა კი - არა, თითქოს ამ გუნდში აღარც არის. საინტერესოა, რამდენ ხანს გაგრძელდება ქართველი მცველის იგნორირება და თავად რამდენ ხანს მოითმენს?

ცნობისათვის, "ლოკომოტივმა" ყველა ტურნირზე ჩატარებული უკანასკნელი 8 მატჩიდან 5 წააგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 1 მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მანდ რაღაც სხვა ამბავია თორე ბებერ და დირკა ჰიოვედესს არ ამჯობინებდა სიომინი საბას. თუმცა საბას სააშკარაოზე არ გამოაქ შიდა სამზარეულო და ამჯობინებს მშვიდობიანად დაშორდეს კლუბს ზამთარში
BOSS
20:51 01-12-2019
1
უეჭველი, ხვიჩას კაზანში გადასვლის გამო დასაჯა სიომინმა საბა.
ფერნანდო
22:30 01-12-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული