გერმანია
ბუნდესლიგა. აკაკი გოგიას (ტრავმა) "უნიონი" "შალკეს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.
III ლიგა. ლუკას ჰუფნაგელის (90 წუთი) "უნტერჰახინგი" შინ "მიუნხენ 1860"-თან დამარცხდა - 2:3.
ესპანეთი
ლა ლიგა 2. გიორგი პაპუნაშვილის (73-ე წუთზე შევიდა) "სარაგოსა" შინ "ჟირონას" 3:3 დაუზავდა.
საფრანგეთი
ლიგა 2. ამირან სანაიას (61-ე წუთზე შეცვალეს, გააფრთხილეს) "როდეზი" შინ "ლე ავრთან" დამარცხდა - 1:2.
პორტუგალია
პრიმეირა. გიორგი მაკარიძის (90
ჰოლანდია
ერედივიზიე. გიორგი აბურჯანიას (სათადარიგო) "ტვენტემ" "აიაქსს" უმასპინძლა და 2:5 დამარცხდა.
ბელგია
ჟუპილერლიგა. ლუკა ზარანდიას (სათადარიგო) "ვარეგემმა" შინ 1:0 მოუგო "ეუპენს". ქართველთა "გენტმა" სტუმრად "კორტრეიკი" დაამარცხა - 2:0. გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია.
პროქსიმუს ლიგა. გიორგი ბერიძის (არ უთამაშია) "ლოკერენი" სტუმრად "ლეუვენთან" დამარცხდა - 1:2. ბექა ვაჩიბერაძის (არ უთამაშია) "ლომელი" სტუმრად "რუზელარესთან" დამარცხდა - 1:3. ირაკლი ბუღრიძის (არ უთამაშია) "ბეერსხოტმა" სტუმრად "სან ჟილოას" მოუგო - 2:0.
შვეიცარია
სუპერლიგა. ლევან ხარაბაძის (ტრავმა) "ციურიხმა" სტუმრად 1:0 მოუგო "ქსამაქსს". ოთარ კაკაბაძის (ტრავმა) "ლუცერნი" შინ "სენტ გალენთან" 1:4 განადგურდა.
ავსტრია
ბუნდესლიგა. ოთარ კიტეიშვილის (90 წუთი, გააფრთხილეს) "შტურმმა" სტუმრად 5:1 გაანადგურა "ტიროლი". ყველაფერი კიტეიშვილის საგოლე პასით დაიწყო მე-7 წუთზე და მისივე გოლით დასრულდა 94-ეზე. ქართველმა ლეგიონერმა სეზონში მესამე გოლი გაიტანა.
2 ლიგა. ლევან ელოშვილის (სათადარიგო) "კაპფენბერგმა" სტუმრად 0:2 წააგო "ფორვარტსთან".
დანია
სუპერლიგა. საბა ლობჟანიძე ფეხბურთს დაუბრუნდა. მან "რანდერსის" რიგებში 79-ე წუთიდან ითამაშა და მე-2 კომპენსირებულ წუთზე "სონდერისკეს" კარში გოლიც გაიტანა - 3:0. ეს საბას მე-7 გოლია ჩემპიონატში.
ლაშა პარუნაშვილის (78-ე წუთზე შეცვალეს) "ესბიერგი" შინ "ორჰუსთან" დამარცხდა - 1:2.
პოლონეთი
ექსტრაკლასა. დავით სხირტლაძის (ტრავმა) "არკა" შინ "პოგონს" 1:1 დაუზავდა.
ვაკო გვილიას (68-ე წუთზე შევიდა) "ლეგიამ" შინ ვატო არველაძის (არ უთამაშია) "კორონა" გაანადგურა - 4:0. ვაკო მოედანზე შევიდა თუ არა, 2 წუთში გოლი გაიტანა.
ჩეხეთი
1 ლიგა. ქართველთა "ზლინმა" შინ "სლოვაცკოს" 2:1 მოუგო. ვახტანგ ჭანტურიშვილი 79-ე წუთზე გამოვიდა (გააფრთხილეს), ანდრო გიორგაძეს არ უთამაშია.
უნგრეთი
OTP ბანკ ლიგა. ბუდუ ზივზივაძის (90 წუთი, გააფრთხილეს) "მეზოკოვეშდი" სტუმრად "პუშკაშ აკადემიას" დაუზავდა - 1:1. ბუდუს ანგარიშზე საგოლე პასია.
ლაშა დვალის (ტრავმა) "ფერენცვაროშმა" სტუმრად 3:2 მოუგო "კაპოშვარს".
საბერძნეთი
სუპერლიგა. ბაჩანა არაბულის (90 წუთი) "პანიონიოსმა" შინ 3:0 მოუგო "პანეთოლიკოსს". ანგარიში მე-16 წუთზე არაბულმა გახსნა. არაბულს უკვე 6 გოლი აქვს ჩემპიონატში გატანილი.
თურქეთი
სუპერლიგა. ლევან შენგელიას (მეორე ტაიმი ითამაშა) "კონიასპორი" სტუმრად "რიზესპორთან" 1:3 დამარცხდა.
1 ლიგა. გიორგი არაბიძის (ტრავმა) "ადანასპორი" შინ 2:3 დამარცხდა "ბურსასპორთან".
კვიპროსი
I დივიზიონი. ირაკლი მაისურაძის (არ უთამაშია) "პარალიმნი" სტუმრად "ოლიმპიაკოსს" დაუზავდა - 0:0.
თემურ ქეცბაიას "ანორთოსისმა" სტუმრად აეკ-ი დაამარცხა - 2:1. ბუბა დაუშვილმა (გააფრთხილეს) შეუცვლელად ითამაშა, ისევე, როგორც თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელმაც 53-ე წუთზე ულამაზესი გოლი გაიტანა. ეს პირველი გოლია საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერისთვის კუნძულზე. გიორგი ლორიასა და ნიკა კაჭარავას არ უთამაშიათ. "ანორთოსისი" 24 ქულით პირველ ადგილზეა.
რუსეთი
პრემიერლიგა. ჯიმი ტაბიძის (ტრავმა) "უფამ" სტუმრად 1:0 მოუგო "კრილია სოვეტოვს".
ქართველთა "რუბინმა" სტუმრად 1:1 ითამაშა "ახმატთან". 94-ე წუთზე "რუბინი" ხვიჩა კვარაცხელიას გოლმა გადაარჩინა. კვარაცხელია მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა, ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ბექა მიქელთაძე განაცხადში არ იყო.
საბა კვირკველიას (სათადარიგო) "ლოკომოტივი" დერბიში შინ "დინამოსთან" 1:2 დამარცხდა.
ჯანო ანანიძის (73-ე წუთზე შევიდა) "სპარტაკი" ლიდერ "ზენიტთან" სტუმრად 0:1 დამარცხდა.
პრემიერლიგა. სანდრო კობახიძის (არ უთამაშია) "დნიპრომ" სტუმრად "ლვივს" მოუგო - 2:0.
დავით ხოჭოლავას (90 წუთი, გააფრთხილეს) "შახტარი" სტუმრად "მარიუპოლს" 1:1 დაუზავდა.
ბელარუსი
ვისშაია ლიგა. ლაშა შინდაგორიძის (81-ე წუთზე შეცვალეს) "შახტიორმა" "გოროდეია" დაამარცხა - 1:0. "შახტიორმა" ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლებით დაასრულა.
გიორგი ქანთარიას (არ უთამაშია) "ნემანი" სტუმრად "სლუცკთან" დამარცხდა - 1:2. აკაკი ხუბუტიას (სათადარიგო) "ვიტებსკი" შინ "სლავიასთან" დამარცხდა - 0:2.
აზერბაიჯანი
პრემიერლიგა. ქართველთა "გაბალამ" შინ 3:0 გაანადგურა "ზირა". მერაბ გიგაურმა შეუცვლელად ითამაშა, დავით ვოლკოვი (გააფრთხილეს) 87-ე წუთზე გამოცვალეს, 17 წუთით ადრე კი მან გოლი გაიტანა. ვოლკოვს 6 გოლი აქვს ჩემპიონატში და ბომბარდირთა დავაში თანალიდერია.
პრემიერლიგა. ლევან მაჭარაშვილის "ლორიმ" "ერევანი" 8:0 გაანადგურა.
უზბეკეთი
სუპერლიგა. ვილი ისიანისა (არ უთამაშია) და ჯაბა ლიპარტიას (90 წუთი) "ბუხორომ" 2:1 მოუგო შინ ელგუჯა გრიგალაშვილის (90 წუთი) აგმკ-ს. გრიგალაშვილმა მე-15 წუთზე ანგარიში გახსნა. ელგუჯამ 11 გოლით დაასრულა ჩემპიონატი. "ბუხორო" პლეი-აუტში ითამაშებს.
შოთა არველაძის "ფახთაქორმა" სტუმრად "ლოკომოტივთან" დერბიში 0:0 დაასრულა ჩემპიონატი. ქართველი მწვრთნელის გუნდმა ტურნირი 69 ქულით მოიგო, ზუსტად 20 ქულით მეტით, ვიდრე მეორე ადგილზე გასულმა "ლოკომოტივმა".
ლაშა თოთაძისა და მათე ვაწაძის "ყიზილქუმი" სტუმრად "ანდიჟანთან" 0:1 დამარცხდა და გავარდა.
ირანი
სპარსეთის ყურის პროლიგა. გიორგი გველესიანის "სეფაჰანი" შინ "ესტეღლალს" დაუზავდა - 2:2. ანგარიში ამ მატჩში ქართველმა მცველმა მე-14 წუთზე გახსნა.