19 წლის ქართველი ლიგა 1-ში - ვინ არის "მეცის" შემტევი გიორგი მიქაუტაძე

AutoSharing Option
გუშინ, 7 დეკემბერს, საფრანგეთის ლიგა 1-ში "ნიცამ" საკუთარ კედლებში "მეცს" 4:1 მოუგო და ამ მატჩში, ჩვენთვის საინტერესო მოვლენას ჰქონდა ადგილი - "მეცის" რიგებში საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში დებიუტი ჰქონდა 19 წლის, წარმოშობით ქართველ შემტევ გიორგი მიქაუტაქაძეს, რომელიც მინდორზე 83-ე წუთზე შევიდა.

ფრანგულ წყაროებში არსებული ინფორმაცისს მიხედვით, გიორგი 2000 წლის 31 ოქტომბერს დაიბადა, ის სიმაღლეში 176 სანტიმეტრია და მარჯვენა გარემარბად ან ცენტრფოვარდად თამაშობს.

გიორგი, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, ძირითადად "მეცის" მეორე გუნდში გამოდის. National 3-ის დივიზიონში ჩატარებულ 12 შეხვედრაში, მიქაუტაძემ 5 გოლი გაიტანა.
ლიგა 1-ში, "მეცის" ძირითადი გუნდის განაცხადში გიორგი ორჯერ მოხვდა და ერთხელ ითამაშა კიდეც.

იმედია ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს უფრო მეტი შანსი მიეცემა პირველ გუნდში და მის თამაშებსაც უფრო ხშირად ვიხილავთ.


მკითხველის კომენტარები / 4 /
ასეთ შემთხვევაში გამოსავალი არის ორმაგი მოქალაქეობა, რაც რატომღაც ამ ხელისუფლებამ გააუქმა, ისე აბა არა მგონია ამ ბიჭმა საფრანგეთის მოქალაქეობა დათმოს.
1
ე ბიჭო მიდი მიაწექი,ახლავე დააკვირდეს ფედერაცია ამ ბიჭს,საფრანგეთის ლიგაა ბოლო ბოლო,აწი ხშირად დაწერეთ ამ ბიჭზე.
გოჩა
17:37 08-12-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული