15 დეკემბერს, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" მეორე ადგილზე მყოფ "ლასკს" ესტუმრა, რომელმაც ევროპა ლიგაზე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 1/16-ფინალის კენჭისყრის წინ განთესილთა შორისაა.
ყველას გასაკვირად, სტუმრები თავიდან უპირატესობას დაეუფლნენ და 24-ე წუთზე კიტეიშვილმა ანგარიში 0:3 გახადა. კიდევ უფრო გასაკვირი კი ის გახლდათ, რომ მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს და მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მსაჯმა მეორე ტაიმში "შტურმის" 2 ფეხბურთელი გააძევა.
ოთარმა მიმდინარე ჩემპიონატზე მეხუთე გოლი გაიტანა, ხოლო მისი გუნდი 28 ქულით მეხუთე ადგილზეა.
პაშინგი. "რაიფეისენი". 5 700 მაყურებელი
ლასკი - შტურმი 3:3
გოლები: 0:1 რიოშერი (4), 0:2 ჰიერლანდერი (9, პენ), 0:3 კიტეიშვილი (24), 1:3 სპენდლჰოფერი (38, საკ. კარში), 2:3 ვოსტრი (45+2), 3:3 კლაუსი (74, პენ)
გაძევება: დომინგესი (61, შტურმი), ჰიერლანდერი (86, შტურმი)