ჩაკვეტაძე მხოლოდ 11 წუთი ათამაშეს - "გენტი" დამარცხდა და მესამე ადგილზე დაქვეითდა

AutoSharing Option
15 დეკემბერს, ბელგიის ჩემპიონატის მე-19 ტურში "გენტი" მოულოდნელად 1:2 დამარცხდა გასვლაზე ერთ-ერთ აუტსაიდერ "ოსტენდესთან".

არადა, თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს.

გიორგი ქვილითაია 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე - 79-ეზე.

"გენტი" მესამე ადგილზე დაქვეითდა - 35 ქულა აქვს, მეორე პოზიციაზე მყოფ "ანტვერპენს" 2 ქულით ჩამორჩება და 22 დეკემბერს ლიდერ "ბრიუგეს" უმასპინძლებს.

ოსტენდე. "ვერსლუისი"
ოსტენდე - გენტი 2:1
გოლები: 0:1 დეპუატრი (10), 1:1 ჰუილსაგერი (27), 2:1 ვარგასი (54)
მკითხველის კომენტარები / 7 /
ქვილითაიას აუცილებლად წაუვა თამაში. გუნდში უნდა დარჩეს მოითმინოს. მთავარია ჩაკვეტაძე შევიდეს ნელნელა ფორმაში.
ზუბრი
17:14 16-12-2019
0
დევიდი მართლაც კარგი ბიჭია,საკმაოდ ტექნიკური,სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი.გენტიც ფიზიკურ კონდიციებზე დაყრდნობილ თამაშს თამაშობს.ქვილითაია სისწრაფეშიც,სიმკვირცხლეშიც და ძალაშიც ჩამორჩება კონკურენტებს.ჩაკვეს კი სისწრაფეც აქვს,ტექნიკაც,ასეა თუ ისე,ძალაც და სხვებს ერთი თავით სჯობია აზროვნებაში.ის აუცილებლად იპოვის თავის ადგილს.ქვილითაიასგან განსხვავებით.ყველა თამაშს ვერ ვუყურებ,მაგრამ რასაც წავაწყდები ხოლმე და ვუყურებ,ასე გამოდის.ქვილითაია,ალბათ უნდა წამოვიდეს გენტიდან,რადგან სულ სხვა სტილის ფეხბურთელია და თამაშს მისი გულისათვის,არავინ გადააწყობს.
სოსო
12:53 16-12-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული