ლეგიონის უქმეები: სამი ქართული გოლი ავსტრიაში, დანიასა და ირანში [VIDEO]

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ქართველი ლეგიონერები კარგად გაისარჯნენ და 3 გოლი გაიტანეს.

გერმანია
III ლიგა. ლუკას ჰუფნაგელის (მე-60 წუთზე შევიდა) "უნტერჰახინგმა" "დუისბურგს" უმასპინძლა და 2:2 დაუზავდა.

ესპანეთი
ლა ლიგა 2. გიორგი პაპუნაშვილის (სათადარიგო) "სარაგოსამ" "სანტანდერს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

საფრანგეთი
ლიგა 2. ამირან სანაიას (სათადარიგო) "როდეზმა" შინ "კაენს" 2:1 სძლია.

პორტუგალია
პრიმეირა. გიორგი მაკარიძის (90 წუთი) "სეტუბალმა" "ავეშს" უმასპინძლა და 1:0 მოუგო. მაკარიძემ მეორე ტაიმში პენალტი მოიგერია.

ჰოლანდია
ერედივიზიე. გიორგი აბურჯანიას (სათადარიგო) "ტვენტემ" "ვიტესს" უმასპინძლა და 0:3 წააგო.

ბელგია
ჟუპილერლიგა. გიორგი ჩაკვეტაძისა (მე-80 წუთზე შევიდა) და გიორგი ქვილითაიას (59-ე წუთზე შევიდა) "გენტი" "ოსტენდეს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.

ლუკა ზარანდიას (77-ე წუთზე შევიდა) "ვარეგემმა" "სენტ ტრუიდენს" უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა.

ბელგია
პროქსიმუს ლიგა. ირაკლი ბუღრიძის (არ უთამაშია) "ბეერსხოტი" "ვესტერლოს" ესტუმრა და 1:0 მოიგო.

ბექა ვაჩიბერაძის (სათადარიგო) "ლომელი" "ვირტონს" ესტუმრა და 1:3 დამარცხდა.

გიორგი ბერიძის (1-85 წუთები) "ლოკერენი" "სენტ ჟილოას" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა. 85-ე წუთზე ბერიძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

შვეიცარია
სუპერლიგა. ოთარ კაკაბაძის (ტრავმა) "ლუცერნმა" "ბაზელს" უმასპინძლა და 2:1 მოუგო.

ლევან ხარაბაძის (ტრავმა) "ციურიხი" "სენტ გალენს" ესტუმრა და 3:1 მოიგო.

ავსტრია
ბუნდესლიგა. ოთარ კიტეიშვილის (95-ე წუთზე შეცვალეს, გააფრთხილეს) "შტურმი" ლინცში ლასკ-ს ესტუმრა და 3:3 დაუზავდა. 24-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიში 3:0 გახადა სტუმართა სასარგებლოდ, მაგრამ "შტურმმა" ამხელა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ეს კიტეიშვილის მე-4 გოლია ბუნდესლიგაში.

დანია
სუპერლიგა. საბა ლობჟანიძის (83-ე წუთზე შეცვალეს) "რანდერსმა" ლაშა პარუნაშვილის (90 წუთი) "ესბიერგს" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. მე-9 წუთზე ლობჟანიძემ პენალტი მოიპოვა და თავადვე შეასრულა პანენკას სტილში. 24 წლის ნახევარმცველმა ჩემპიონატში მე-8 გოლი გაიტანა.

პოლონეთი
ექსტრაკლასა. დავით სხირტლაძის (არ უთამაშია) "არკამ" შინ 2:1 მოუგო "ზაგლებიეს".

ვატო არველაძის (არ უთამაშია) "კორონამ" "კრაკოვიას" უმასპინძლა და 1:0 მოუგო.

ვაკო გვილიას (72-ე წუთზე შევიდა) "ლეგიამ" გიორგი მერებაშვილის (90 წუთი) "პლოცკს" უმასპინძლა და 3:1 მოუგო.

ჩეხეთი
1 ლიგა. ანდრო გიორგაძისა (არ უთამაშია) და ვახტანგ ჭანტურიშვილის (მე-60 წუთზე შეცვალეს) "ზლინმა" "ოპავას" უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა.

უნგრეთი
OTP ბანკ ლიგა. ბუდუ ზივზივაძის (90 წუთი) "მეზოკოვეშდი" "პაკშს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ლაშა დვალის (ტრავმა) "ფერენცვაროში" "დიოშდიორს" ესტუმრა და 1:0 გაიმარჯვა.

საბერძნეთი
სუპერლიგა. ბაჩანა არაბულის (90 წუთი, გააფრთხილეს) "პანიონიოსი" "ვოლოსს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.

თურქეთი
1 ლიგა. გიორგი არაბიძის (ტრავმა) "ადანასპორმა" "მენემენს" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

რუმინეთი
ლიგა 1. ავთო ებრალიძის (42-ე წუთზე შევიდა, გააფრთხილეს) "ვოლუნტარი" "კრაიოვას" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.

კვიპროსი
I დივიზიონი. თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი" "აპოლონს" ესტუმრა და სეზონში პირველად წააგო - 0:2 და ლიდერობაც დაკარგა. გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა, ნიკა კაჭარავა 56-ე წუთზე გამოცვალეს, თორნიკე ოქრიაშვილი - 70-ეზე, ბუბა დაუშვილი მოედანზე 56-ე წუთზე გამოჩნდა.

ირაკლი მაისურაძის (არ უთამაშია) "პარალიმნიმ" ლიმასოლის აელ-ს უმასპინძლა და 2:2 დაუზავდა.

მალტა
პრემიერლიგა. ირაკლი ძარიას (90 წუთი) "ვალეტა" "ჰამრუნს" ესტუმრა და 1:0 მოიგო.

უკრაინა
პრემიერლიგა. დავით ხოჭოლავას (სათადარიგო) "შახტარი" "ზორიას" ესტუმრა და 2:1 მოუგო.

სანდრო კობახიძის (74-ე წუთზე შევიდა) "დნიპრო-1"-მა "ოლექსანდრიას" უმასპინძლა და 1:2 წააგო.

აზერბაიჯანი
თასი. მერაბ გიგაურისა და დავით ვოლკოვის "გაბალა" "საბაჰს" დაუხვდა და 3:0 დაამარცხა. საპასუხო მატჩი 19 დეკემბერს გაიმართება.

ირანი
სპარსეთის ყურის პროლიგა. გიორგი გველესიანის "სეფაჰანმა" 2:0 მოუგო შინ "ფეიქანს". ანგარიში 21-ე წუთზე ქართველმა მცველმა პენალტით გახსნა, რომელმაც სეზონში მე-3 გოლი გაიტანა. "სეფაჰანი" 28 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაღაცა თუ არ შეიცვალა და ძირიადში არ ჩაჯდნენ ჩვენი ბიჭები, არც კოსოვოსთან გვაქვს შანსი , არც მაკედონიასთან, და წარმოიდგინეთ არც ბელარუსებთან :( ამ ეტაპზე საშინელ ფორმაშია ნაკრებს ბირთვი..
მწარე
13:19 16-12-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული