საბა ლობჟანიძე თურქეთის სუპერლიგის გუნდს სურს

AutoSharing Option
დანიური სპორტული საიტის, tipsbladet.dk-ის ინფორმაციით, თურქეთის სუპერლიგის კლუბ "რიზესპორს" საქართველოს ნაკრების შემტევ საბა ლობჟანიძის შეძენა სურს.

დანიური გამოცემის მიხედვით, თურქები "ესბიერგთან" გამართულ შეხვედრასაც დაესწრნენ, რომელშიც საბამ თავი გამოიჩინა, ხოლო "რანდერსმა" 3:0 მოიგო.

დეტალების შესახებ საუბარი არ ყოფილა. უცნობია, თუ როდის სურს "რიზესპორს" ლობჟანიძის შეძენა ან რა პოზიციაზე.

"რიზესპორი" თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-13 ადგილზე იმყოფება. გასული სეზონი კი მე-11 პოზიციაზე დაასრულა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თურქეთის ჩემპიონატი არ არის მაღალი დონის ზუსტად დანის დონისაა ან შეიძლება ოდნავ უკეთესი იყოს მაგრამ იქაური ფეხბურთი მენტალიტეტი ხალხის და ა.შ ჩემი აზრით უკან გადადგმულ ნაბიჯი იქნება მისთვის ჯობია ისევ ევროპაში გაგრძელოს კარიერა.
გიორგი
15:06 17-12-2019
4
მაგ დონის გუნდს უპრობლემოდ იპოვის.მაგას სადაც არის იქ რადჩეს ჯობია. თურქეთი ჩიხია.
vaso
18:09 17-12-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული