მოსკოვის "სპარტაკის" პრეზიდენტი: ჯანო ანანიძე კლუბის ხელმძღვანელობას საკუთარი ინიციატივით შეგვხვდა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" პრეზიდენტმა ტომას ცორნმა ჟურნალისტებთან საუბრისას კლუბის ქართველ ნახევარმცველ ჯანო ანანიძეზეც გააკეთა კომენტარი.

"ზამთრის არდადეგებზე წასვლის წინ ჯანო თავად იყო ინიციატორი ხელმძღვანელობასთან საუბრისა. მას გუნდში საკუთარი როლის გარკვევა უნდოდა. მან გვითხრა, რომ როგორც ფეხბურთელს, უფრო მეტი თამაში უნდოდა და არ იყო კმაყოფილი იმ სათამაშო დროით, რასაც ის იღებდა.

ის მოტივირებული ფეხბურთელია და უფრო მეტი სათამაშო დრო სურს ჰქონდეს. მით უმეტეს, როცა საქართველოს ნაკრებს ევრო 2020-ზე გასვლის პერსპექტივა აქვს და ჯანოს არ სურს, ქართველებისთვის ისტორიული ტურნირის მიღმა დარჩეს.

ანანიძემ თავად
გვკითხა, შეუძლია თუ არა გუნდიდან წასვლა, თუ სასურველი ვარიანტი გამოუჩნდება. საუბარი შეიძლება იყოს, როგორც იჯარაზე, ასევე ფეხბურთელის გასხვისებაზე. კონტრაქტის გაწყვეტაზე თანახმანი არ ვართ, რადგან ამ შემთხვევაში დიდ თანხას დავკარგავთ. დიდი ალბათობით, ჯანო გუნდს იჯარის წესით დატოვებს."


მომზადებულია Sport24-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
აა მოიცა მოიცა, აკი სპარტაკი ხელფასსაც იხდიდა ოღონდ წავიდესო???.... ეხლა უცებ ვერაო, ეგრე ძალიან ბევრ Фულს დავკარგავთო და მარტო იჯარის წესით გავუშვებთო ... ხომ გეუბნებით რა, სიაფანდობებია ყველაფერი ესენი არიან უნამუსო ტრუსები არავინ არსად არ გაუშვებს მაგას. იმენა ახრჩობენ სპარტაკში ეს სუკინი ძეწი ესენი იმიტომ რომ რუსეთის ნაკრებზე უარი თქვა
CHATLAXEBI
01:22 19-12-2019
4
ყოველთვის ვამბობდი ჯანო მაგარი კაცია მეთქი,დატანჯა ბიჭი ტრავმებმა,მიდი ჯანო,კიდევ საკმაო დრო გაქვს, გაიბრწყინე როგორც გეკადრება ისე.
გოჩა
22:17 18-12-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული