გიორგი ჯიქია: ჯანოს ვარჯიშებზე პროგრესი აქვს, მას ნდობა სჭირდება

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" კაპიტანმა და რუსეთის ნაკრების მცველმა გიორგი ჯიქიამ რუსულ გამოცემა championat.com-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და გუნდში საუკეთესო მეგობარი ჯანო ანანიძის შესახებაც ესაუბრა.

-თქვენ ჯანოს მეგობარი ხართ. რა არ ჰყოფნის მას სტაბილურად თამაშისათვის?
-მარტივია, რომ ყველა ფეხბურთელს ნდობა სჭირდება. მხოლოდ მოედანზე შეგიძლია იმის ჩვენება, თუ ვინ ხარ. ვარჯიშებზე კი, არ მოუკლია, პირიქით, უფრო კარგი მაჩვენებლები აქვს.

-არ მოქმედებს ეს მდგომარეობა მასზე?
-უთამაშებლობა ყველაზე მოქმედებს. გასაგებია, რომ უკმაყოფილოა, თუმცა ხელები არ ჩამოუყრია.

-არ დარდობთ იმაზე, რომ შესაძლოა თქვენი "დამნაშავეობრივი ჯგუფი" დაიშალოს?
-რა თქმა უნდა,
ამას ძალიან განვიცდი. ის ნდობა, რაც შეეძლოთ მისთვის მიეცათ, ჯანომ ვერ მიიღო. ფეხბურთელი, რომელიც სკამზე ზის 5-6 თამაში და მხოლოდ 20 წუთით შემოდის მოედანზე, ყოველთვის იმას ფიქრობს, რომ ამ დროში ისე მოახერხოს თამაში, შემდეგ ჯერზე 1 ტაიმი რო მაინც მოუწიოს მოედანზე ყოფნა. ასეთი ფიქრებით თამაში ძალიან ძნელია, დიდ ზეწოლას განიცდი და ძალიან მოქმედებს. ვფიქრობ, მისთვის თავის გამოჩენის შანსი რომ მიეცათ, ამას აუცილებლად მოახერხებდა.

-მელგარეხოსა და მას შორის რა მოხდა?
-წესიერად ვერც მე გავიგე. ძიუბას ვეთამაშებოდი და ვხედავ, არ ჩხუბობენ. დავუძახე, რას აკეთებთ, მე დამეხმარეთ მეთქი. ყველაფერი ნერვები ბრალია, გასახდელში შემოსულებმა ერთმანეთს ხელი თავად ჩამოართვეს.

მწვრთნელი გვესაუბრა ამ საკითხზე და ჩვენ (კაპიტანთა კოლექტივი) ვცდილობდით, რომ ჯარიმის თანხა მაქსიმალურად შეგვემცირებინა. შესაძლოა მართლა ისე მოხდეს, როგორც დაიწერა და ბიჭებს ერთი საღამოს გადახდა მოუწიოთ,"- თქვა ჯიქიამ.


altვლადიმირ ვაისი: კვირკველიას ინგლისში სათამაშოდ ყველა მონაცემი აქვს - ჯიქიას შევხვდი, მაგრამ...

altანანიძეს "ვილიარეალის" ფეხბურთელმა კინაღამ ფეხი მოსტეხა და ჯიქია გამოექომაგა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული