Бизнес Online: ჯანო ანანიძე მალე შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს

AutoSharing Option
Бизнес Online-ის ცნობით, "სპარტაკის" ქართველმა ლეგიონერმა ჯანო ანანიძემ შეიძლება კარიერა თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

"სპარტაკის" ნახევარმცველ ჯანო ანანიძის სამსახურით ერთ-ერთი თურქული კლუბი დაინტერესდა და შესაძლოა, სეზონის ბოლომდე იჯარის წესით გადავიდეს. ლაპარაკია გუნდზე, რომელიც სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფება.

როგორც ადრე ვიუწყებოდით, ხელფასში სხვაობას ჯანოს მოსკოვური კლუბი დაუფარავს. "სპარტაკში" მისი წლიური გასამრჯელო 1.7 მილიონი ევროა. ხელშეკრულება შეიძლება უკვე მომავალ კვირაში გაფორმდეს.

ანანიძე "სპარტაკის" ღირსებას 2009 წლიდან იცავს, ამ სეზონში კი 7 მატჩში არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია", - წერს გამოცემა.

 

altმოსკოვის "სპარტაკის" პრეზიდენტი: ჯანო ანანიძე კლუბის ხელმძღვანელობას საკუთარი ინიციატივით შეგვხვდა

altsport-express.ru: ჯანო ანანიძემ შეიძლება კარიერა "არსენალში" გააგრძელოს

altbusiness-gazeta: "სპარტაკი" მზადაა ჯანო ანანიძეს ხელფასის სხვაობაც კი გადაუხადოს, ოღონდ წავიდეს

მკითხველის კომენტარები / 17 /
Qartveli Iniesta ara ?........
Gio
23 დეკემბერი 2019 13:30
3
თურქეთი არანაირად არაა ჯანოს შესაფერისი ჩემპიონატი,რუსეთის ჩემპიონატზე უფრო ძალისმიერი,უხეში და მძიმე სათამაშო ჩემპიონატია! იქ წასვლას ჩემი აზრით საბერძნეთი ან კვიპროსი სჯობდა.
gabo
23 დეკემბერი 2019 12:26
2
თურქეთს რუსეთის ჩემპიონატი ჯობს. ელემენტარული ბოლო წლებში როგორ გამოდიან მაგათი გუნდები იმას შევხედოთ. რუსები რა გაიძვერები არიან ნურავინ მასწავლის. ახლა ხო ჯანოს ევროპა მოუნდა, ხოდა მოუძებნეს "ევროპულ" თურქეთში ადგილი. ანუ მეტად რო არ მოუნდეს ევროპა, საიმედო ადგილას უნდათ რო ათამაშონ, ანუ ფარულად უნდათ რო მოუკლან სურვილი სხვაგან თამაშის, ვითომ რუსეთის გარდა სხვაგან ითამაშებს ნორმალურად. ამიტომაცაა ყველა ლეგიონერი ქართველის ჩათვლით დაღუპული. შემთხვევით თუ დააღწევს კაცი იქაურობას, ათასში ერთი ან ეგეც არა. ეჰ ჯანო, ნეტა ამას მაინც კითხულობდე
Simartle
23 დეკემბერი 2019 12:05
2
აუუ გაკეთდება ის გუნდი აი.
დათო
23 დეკემბერი 2019 09:38
4
ჯანო თურქეთში არ წახვიდე.
ლუკა
23 დეკემბერი 2019 09:15
2
ულან-ბატორში როდის გადავა?
დფდფ
23 დეკემბერი 2019 09:07
2
არა ჯანო არ ქნა,არ დაღუპო ბათუმის დინამო! ინსტიქტუალურად ვართ ჯანო და წამოდი ჩვენთან. ბუმი და არ ნახული პროექტი ჯანო მეთქი......
ქ.ბათუმი. ქუთაისის ქუჩა.
23 დეკემბერი 2019 07:44
1
მაკარიძე... კაკაბაძე კვირკველია ხოჭოლავა ტაბიძე ... ქიტეიშვილი ოქრიაშვილი ჩაკვეტაძე დავითაშვილი.. საბა ლობჟანიძე ხვიჩა კვარაცხელია... ეს გუნდი მინდა მე ბელარუსთან
Jeyjey
23 დეკემბერი 2019 00:11
12
ოქრის მაგივრად კანკავა ან გვილია და სუპერშემტევი შემადგენლობაა,4-4-2, ერთი საყრდენით შანსი არაა.
emigranti
23 დეკემბერი 2019 02:40
2
მტრულ, დაბალი კულტურის მქონე ქვეყანაში თამაშს,რა თქმა უნდა ჩვენი ისტორიული მეგობარის რომელიმე კლუბში თამაში ჯობს.აბა შენ იცი ჯანო!
დ.დ.
22 დეკემბერი 2019 23:24
9
თურქეთი თუ მეგობარია )))))))
ან ისტორია არა გაქვთ წაკითხული!?
ვახო
23 დეკემბერი 2019 13:05
1
რომელი რომელია?
ჯონდი
23 დეკემბერი 2019 02:10
1
სახლთანაც ახლოს იქნება. იქნებ ცოტა მშვიდად შეუდგეს მუშაობას.
100%
22 დეკემბერი 2019 23:05
1
ეს სახლთან ახლოს ყოფნა რა უბედურებაა? რა ფენომენია ეს სახლთან ყოფნა? თუ საქმეს აკეთებ უკან და სახლისკენ ყურება რა შუაშია? სადაც კარგად იქნება იქ წავა თავის გადასაწყვეტია რაღაც დონეზე და ეს სახლთან ახლოს ყოფნის ფენომენი ცოტა არ იყოს და არაჯანსაღ პროფესიონალურად მიმაჩნია. თუ სახლზეა საქმე მაშინ ბათუმის დინამო და ეგ არის.
იან
23 დეკემბერი 2019 13:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული