eurocalciomercato: გიორგი ჩაკვეტაძე იანვარში გატუზოსთან?

AutoSharing Option
eurocalciomercato-ს ცნობით, "ნაპოლი" "გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის სამსახურით დაინტერესდა.

გამოცემის მტკიცებით, იანვარში ნეაპოლური გუნდის ახალი მწვრთნელი ჯენარო გატუზო შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. განსაკუთრებით დაინტერესებულია ცენტრალური ნახევარმცველის დამატებით, რომელიც ტექნიკურიცაა და დაცვის დახმარებაც შეუძლია. მთავარ კანდიდატად "არსენალის" 23 წლის ურუგვაელ შემტევს, ლუკას ტორეირას მოიაზრებს, რომელიც ადრე "სამპდორიასა" და "პესკარას" ღირსებას იცავდა, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების 15 მატჩში კი 1 გოლი გაიტანა.

პრობლემა ისაა, რომ ამ ტრანსფერის გაჩარხვა ამჟამად რთულია, რადგან "ნაპოლის"  ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურს, რაც "არსენალს" არ აწყობს და სარეზერვო ვარიანტად ჩაკვეტაძის
კანდიდატურა განიხილება.

ჩაკვეტაძეს "გენტთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სატრანსფერო ფასი კი 9 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩვენს ჟურნალისტებზე ფანტაზიორი ხალხი არ არსებობს დუნიაზე კაცს გენტში არ ათამაშებენ და თურმე ნაპოლის ბოსები დღე-ღამეს აერთიანებენ მის გადმოსაბირებლად კარგით რა გივი ბერიკაშვილის გმირის არ იყოს დაასვენეთ ეგ ბიჭი და დაგვასვენეთ ჩვენც
goga
09:23 24-12-2019
0
არ მოგბეზრდათ კითხვის ნიშნიანი ტრანსფერები?
თერჯოლელი
08:50 24-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული