თებერვალში ევროპა ლიგის პლეი-ოფში "გენტი" "რომას" შეხვდება. მომავალ დაპირისპირებას tuttomercato-ს ჟურნალისტმა სიმონე ლორინიმ წერილი მიუძღვნა და ბელგიური გუნდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძეც მოიხსენია.
ავტორი აღნიშნავს, რომ "გენტის" ბარიერი ადვილად გადასალახავი არ იქნება. მით უმეტეს, ამ გუნდმა ევროპა ლიგაზე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, შემტევთა კარგი ტრიო ჰყავს, თუმცა, ბელგიური გრანდებისგან განსხვავებით, ბევრ გოლს უშვებს და ეს დაცვის სისუსტის ბრალია.
"მწვრთნელი იეს ტორუპი გუნდს 4-3-1-2 ტაქტიკური სქემით ათამაშებს, რომელსაც იტალიაში უკვე აღარ იყენებენ. გუნდში შემტევები გამოირჩევიან: ორი წლ
ის წინ "ოტავადან" შეძენილი ჯონათან დავიდი. ის წინწაწეული ნახევარმცველია, წელს 29 მატჩში 13 გოლი გაიტანა და ძალიან ეხმარება იარემჩუკ-დეპუატრეს ტანდემს. პირველი გამოცდილია, მეორე კი - ბომბარდირი და თამაში უმეტესწილად მასზეა აწყობილი. ნუ დაგვავიწყდება ერთა ლიგაზე პირველი გოლის გამტანი, 2000-წლიანებში გამორჩეული გიორგი ჩაკვეტაძეც".