"სპარტაკის" ყოფილი მწვრთნელი: ანანიძე აწი გაიხსნება, ჯანოს ყველაფერი წინ აქვს და ამის მიზეზი ის გახლავთ...

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იგორ კონონოვმა რუსულ გამოცემა sport-express-ს ინტერვიუ მისცა და ქართველ ნახევარმცველ ჯანო ანანიძეზეც ისაუბრა.

"ჯანოს ყველაფერი წინ აქვს - ის მხოლოდ 27 წლისაა. ანანიძემ საკუთარი პოტენციალი და საფეხბურთო ღირსებები ჯერ ვერ გამოავლინა. მან ადრე დაიწყო თამაში, მიიღო სერიოზული ტრავმა.

იცით, დავაკვირდი და ასეთი დასკვნა გავაკეთე: რუსეთიდან და მისი სამეზობლო ქვეყნის წარმომადგენელი ფეხბურთელები გვიან ღვინდებიან, გამოცდილებას იძენენ, იწყებენ ფიქრს, რომ წლები გადის და თავს რაღაც უნდა მოუხერხონ.

მხოლოდ 27-28 წლის ასაკში აანალიზებენ იმას, თუ როგორ უნ
და იმუშაონ და ამის შემდეგ იხსნებიან სრულიად. მიმაჩნია, რომ ჯანო ერთ-ერთი მათგანია", - აღნიშნა კონონოვმა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
27 - 28 წლის ფეხბურთელი (არ მაქვს ლაპარაკი ფენომენებზე) უკვე კარიერის პიკზეა
და აქამდეც გახსნილი უნდა იყოს... ნეტავ ეგრე მოხდეს რაც უწინასწარმეტყველეს...
buba
12:18 27-12-2019
1
ღმერთმა გისმინოს:) ისე მეც მაქვს ჯანოს იმედი, რომ მოუმატებს.
გიონატ
12:20 27-12-2019
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული