კახი მახარაძე ტაშკენტურ კლუბს დაუბრუნდა

AutoSharing Option
როგორც შუააზიური გამოცემა fergana.agency იტყობინება, ტაშკენტის "ლოკომოტივს" ქართველი ნახევარმცველი კახი მახარაძე დაუბრუნდა.

მახარაძეს, რომელმაც წინა სეზონი "სოგდიანაში" გაატარა, "ლოკომოტივის" მაისურით 110 შეხვედრა აქვს ჩატარებული უზბეკეთის ჩემპიონატში.

აღნიშნული ვებგვერდის მიხედვით, "ლოკომოტივს" ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი მარატ ბიკმაევიც დაუბრუნდა, რომელიც 2019 წლის სეზონში შოთა არველაძის გაწვრთნილ ტაშკენტის "ფახთაქორში" გამოდიოდა.

კახი მახარაძე უზბეკეთის ჩემპიონატის 6-გზის გამარჯვებულია. აღსანიშნავია, რომ 3 ტიტული მახარაძემ "ფახთაქორთან" ერთად მოიპოვა, ხოლო 3 კი - "ლოკომოტივის" მაისურით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული