საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი საბა კვირკველია ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბს არ შეიცვლის. ამის შესახებ ფეხბურთელმა Sportall.ge-სთან საუბრისას განაცხადა.
"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს არ შევიცვლი. კიდევ 1.5 წლით მაკავშირებს კონტრაქტი.
ჩემი გაშვება არც კლუბს სურს და წასვლა არც მე მინდა. პირიქით, ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება ძლიერი ვიყო და მეორე წრე კარგად ჩავატარო... არანაირი "პაოკი" და სხვა გუნდები არ არსებობს", - ამბობს კვირკველია.
შეგახსენებთ, რომ რუსულ პრესაში აქტიურად მუსირებდა აზრი იმის შესახებ, რომ საბა კვირკველია ზამთარში