sport-express: "ლოკომოტივში" საბა კვირკველიას სიტუაცია რთულია

AutoSharing Option
sport-express-ში ჟურნალისტმა დმიტრი ზიმინმა მოსკოვის "ლოკომოტივზე" წერილი გამოაქვეყნა და საბა კვირკველიას თემასაც შეეხო. გთავაზობთ ამონრიდს.

"ლოკომოტივის" საკადრო რევოლუცია: ზამთარში დაიწყება

რას უნდა ველოდოთ რკინიგზელებისგან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, მთავარია ორი ამოცანის გადაჭრა: შემადგენლობის გაახალგაზრდავების სტრატეგიის შერჩევა და ასაკოვანი ფეხბურთელების კონტრაქტების გარკვევა.

მწვრთნელ სიომინის პოზიცია არ იცვლება: არავისთან განშორება არ უნდა. მისი აზრით, "ლოკოს" ერთი ფეხბურთელის მეორეთი შეცვლა კი არა, არამედ შემადგენლობის გასაძლიერებლად ახალი ფეხბურთელები სჭირდება.

კლუბის ხელმძღვანელობა და მათ შორის სასელექციო განყოფილება ფიქრობს, რომ აუცილებელია ახალწვეულები, აგრეთვე იფიქრონ იმათზე, რომლებსაც ახალ
კონტრაქტს არ შესთავაზებენ.

საკვანძო რგოლი, რომელიც ცვლილებებს საჭიროებს - დაცვაა. ასაკოვანმა ჩორლუკამ ალბათ, დაიმსახურა ხელშეკრულების გახანგრძლივება. პერიოდში, როდესაც ვერ ჩადგა მწყობრში კვირკველია, იმტვრეოდა ჰიოვედესი, დაცვის ცენტრში ხან მაგკეევი იყო და ხან კრიხოვიაკი, სწორედ ჩორლუკა გახლდათ დაცვითი კონსტრუქციის ბურჯი. ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს, მას სავარაუდოდ გაუგრძელებენ.

და როგორ იქნება საქმე სხვა მცველებთან დაკავშირებით? ჰიოვედესი, როგორც ამბობენ, იმედგაცრუებულია მოსკოვში გადმობარგების გადაწყვეტილების მიღების გამო და გერმანიაში დაბრუნება სურს. კვირკველიას სიტუაცია უფრო რთულია: სიომინი მისთვის გაზაფხულზე შანსის მიცემას გეგმავს, ხოლო ხელმძღვანელობა ადეკვატურად აფასებს რა სეზონის პირველ ნახევარში მის ფორმას, შეიძლება 27 წლის ქართველის გაშვების ვარიანტები განიხილოს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
Sportal ge sul tqveni mkitxveli var magram yelshi amovida es reklama, gvesmis komerciuli momenti magram ikos ertxel roca mtavar fanjaras gavxsnit, yoveli axali gverdis gaxsnisas ra ubedurebaa xo. Mraval axal cels daescarit
Milani
16:09 02-01-2020
0
გილოცავთ ყველას, წარმატებების მომტანი წელი ყოფილიყოს ყველა ფრონტზე.

აუ ვენდის პიცა ქონია, პიცის უნახავს გაგხდის
გიორგი გორგაძე
00:32 02-01-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული