არანაირი "პაოკი"! - საბა კვირკველიამ Sportall.ge-სთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი საბა კვირკველია ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბს არ შეიცვლის. ამის შესახებ ფეხბურთელმა Sportall.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს არ შევიცვლი. კიდევ 1.5 წლით მაკავშირებს კონტრაქტი.

ჩემი გაშვება არც კლუბს სურს და წასვლა არც მე მინდა. პირიქით, ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება ძლიერი ვიყო და მეორე წრე კარგად ჩავატარო... არანაირი "პაოკი" და სხვა გუნდები არ არსებობს", - ამბობს კვირკველია.

შეგახსენებთ, რომ რუსულ პრესაში აქტიურად მუსირებდა აზრი იმის შესახებ, რომ საბა კვირკველია ზამთარში
კლუბს შეიცვლიდა, რადგან მცირე სათამაშო დრო ჰქონდა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
სად უნდა წავიდეს,ან რატომ უნდა წავიდეს.ჯერ ერთი ვის უნდა და მეორე,მშვენიერ გასამრჯელოს იღებს მაგ ლოკომოტივში,იმაზე მეტს ვიდრე ევროპის საშუალო გუნდში აიღებდა.სანამ არის იქნება,კაი მაყუთს მოღუნავს და კაი სიბერეც გარანტირებული ექნება.
ruslani
07 იანვარი 2020 04:25
4
დასრულდა საბას ფეხბურთი როგორც ჯანოს ზუსტად სიტყვა სიტყვით იმეორებენ ერთმანეთის ინტერვიუს მილიონები იშოვეს არც ნაკრები აინტერესებთ და აღარც ფეხბურთი სამწუხაროა
Night
06 იანვარი 2020 21:01
10
ნაკრები რომ არ აინტერესებს რაზე შეატყვე?!
aburjga
07 იანვარი 2020 10:35
3
მარტო ფული არაა (თუმცა ისიც) ევროპის არც ერთ ქვეყანაში არაა ისეთი ხალხი ვინც რუსებზე კარგად, მეგობრულად მიგიღებს. ახლა გეიგეთ
გიორგი
06 იანვარი 2020 16:16
62
და სად ჩანს ეს მეგობრობა?ძმებივით ვცხოვრობდით საუკუნეების მანძილზე? თუ საბჭოთა ოქროს ხანას გულისხმობთ? დღესაც ჩვენი ცალმხრივი სიყვარულით იტანჯებიან ალბათ.
საზღვარგათელილი
07 იანვარი 2020 02:48
3
კი, რატომ არ მიგიღებს? წართმეული აქვს ნახევარი ქვეყანა :)
გიორგის
06 იანვარი 2020 20:56
4
ყველა გამოხმაურება
სხვა სხვის ომში ბრძენია.
გია ჯაში
06 იანვარი 2020 16:08
11
როგორც ჯანოს ისე საბას საკმაოდ დიდი ხელფასები აქვთ, ისეთი როგორსაც სხვა გუნდები არ ან ვერ მიცემენ და რატო წავლენ? სკამზე ჯდომაში რო მილიონზე მეტს მოგცემენ ამაზე მაგარი სამუშაო გაგიგიათ ან გინახიათ სადმე?
s..s
06 იანვარი 2020 16:06
5
ხალხო თქვენი გამკვირვებია რა!... ეგ ხალხი რუსეთში ფულს აკეთებს, თანაც სერიოზულ ფულს, ისეთს რასაც სხვა გუნდებში ვერ აიღებენ... ცოტა ხანში კარიერას დაამთავრებენ და ვსიო... ამიტომ ურჩევნიათ იყნენ იქ სადაც არიან, სანამ არ გამოაგდებენ, სულ არ აინტერესებთ ითამაშებენ თუ არა!...
არა მკითხე მოამბე
06 იანვარი 2020 15:52
4
ნაღდად ჯადო აქვს ამ მოსკოვებს რა! ამას ეხლა დიდ აზროვნებას არავინ თხოვს,მაგრამ ნაღდადჯადო აქვს ამ მოსკოვებს
სიმართლე
06 იანვარი 2020 15:38
3
ე ბიჭო ამას რამე დაალევინეს?ხომ ხედავ არ გათამაშებენ წამოდი რაა
Dante
06 იანვარი 2020 15:31
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული