საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ფორვარდი გიორგი ქვილითაია ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, დიდი ალბათობით, კლუბს შეიცვლის, - ამის შესახებ Sportall.ge-ს ფეხბურთელის აგენტმა გოგა გახოკიძემ განუცხადა.
"ქვილითაიას ტრანსფერზე ლაპარაკი "ვიტესთან" მიდის, თუმცა რაიმე კონკრეტული შემოთავაზება ჯერჯერობით არ ყოფილა.
ის, რომ გუნდს ქვილითაიასთვის კონტრაქტი შეეთავაზებინა ან მსგავსი რამ, ამ თემაზე საუბარი არ ყოფილა.
ამ ეტაპზე სხვა გუნდების დაინტერესება არ არის და კონკრეტულად "ვიტესში" ტრანსფერზე მიდის მუშაობა.
ძალიან გვინდა, რომ ქვილითაია სხვა გუნდში გადავიყვანოთ, რადგან უფრო მეტს იმსახურებს და სათამაშო დრო კი მცირე ეძლევა. ყველაფერს
როგორც იცით, გოგა გახოკიძე გიორგი ჩაკვეტაძის აგენტიცაა და ჩვენ მას ჩაკვეტაძის ტრანსფერზეც ვკითხეთ.
"ყველამ კარგად იცის, რომ ჩაკვეტაძემ თამაში ახლახან დაიწყო. დიდი ალბათობით, ის ზამთარში გუნდს არ შეიცვლის და მისი ტრანსფერი უფრო ზაფხულში შედგება", - გვითხრა გახოკიძემ.